More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Basket Beat


Basket Beat Basket Beat, რომელიც შეიქმნა 2009 წელს და ასოციაციად ჩამოყალიბდა 2015 წელს, არის María Aragay-ის (სოციალური განმანათლებელი და მუსიკალური თერაპევტი) მიერ შექმნილი მეთოდოლოგია, რომელის იყენებს კალათბურთის ბურთსა და თამაშს, რათა დაუცველ ჯგუფებს მისცეს ხარისხიან სახელოვნებო გამოცდილებასა და ცხოვრების საბაზისო უნარების მიღებაზე წვდომის შესაძლებლობა, სოციალური ტრანსფორმაციის კრიტიკული, პოლიტიკური და პროფესიული მიდგომების გათვალისწინებით.


Basket Beat-ს ასევე აქვს არტ-პროექტის სახე. არსებობს პროფესიული ორკესტრი სახელად „Big Band Beat Basket Barcelona“, რომელიც რითმისა და ხმის შესაქმნელად იყენებს კალათბურთს. ორკესტრის წევრები არიან როგორც სოციალურად დაუცველი ადამიანები, ასევე პროფესიონალი შემსრულებლები.


ამჟამად, პროექტი აქტიურად მუშაობს კატალონიის მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტთან და ქალაქ ჰოსპიტალეტთან (Hospitalet), ასევე შემდეგ ორგანიზაციებთან: Ateneu Sant Roc, the Camí Nou Foundation; Circus School Ateneu 9 Barris; Somnis the foundation Sea და Xamfrà project (among others); institutes and schools Prat 1 Mestre Morera, Miquel Tarradell, Manuel de Montsuar და ა.შ. საერთო ჯამში, ყოველკვირეულად იმართება 13-ზე მეტი სამუშაო შეხვედრა, რომლებსაც დაახლოებით 200 მონაწილე ესწრება რეგულარულად.

პროექტს აგრეთვე აქვს აკადემიური მიმართულება. ის აქტიურად თანამშრომლობს რამონ ლიულის უნივერსიტეტის (Ramón Llull University) კვლევით ჯგუფთან, ასევე, ბარსელონას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მუსიკის მაგისტრებთან, Paris-Est Créteil Val-de-Marne უნივერსიტეტის (საფრანგეთი) სოციალური მიმართულების მასწავლებლებთან და ქ. ნორდჰაუზენთან (Nordhausen) (გერმანია).

ასოციაცია რეგულარულად მონაწილეობს ისეთ კონფერენციებში, როგორებიცაა: „მეოთხე კონფერენცია საშემსრულებლო ხელოვნებაში სოციალური ჩართულობისა და განათლების შესახებ,“ მადრიდში, „სოციალური განათლების VI ეროვნული კონგრესი,“ ვალენსიაში, „მუსიკალური განათლების XIX ლათინო-ამერიკული სემინარი,“ მონტევიდეოში, „ISME 2014 - მუსიკალური განათლების მსოფლიო კონფერენცია,“ პორტო ალეგრიში, “საერთაშორისო საზოგადოების ხელოვნების ფესტივალი,” როტერდამში და „საერთაშორისო ხელოვნების III კონფერენცია,“ რომში 2015 წელს.


Basket Beat პროექტის ბენეფიციარები:
სოციალურად დაუცველი ჯგუფები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანები


პროექტის განმახორციელებელი:
სოციალური განათლების პედაგოგის Josep María Aragay - ის მიერ დაფუძნებული Basket Beat ასოციაცია.

ადგილი:
ბარსელონა

დამატებითი ინფორმაცია:
www.basketbeat.org



რას ამბობენ?

„ამ რამდენიმე საათის განმავლობაში მე ვიღიმებოდი, როგორც ბავშვი რა ვქმნიდი მუსიკას, რომელიც ჩემს გულში იწერებოდა [...], ბურთის თითოეული ახტომა მახსენებდა ჩემი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდს.“
მელისა ვიგელასი (Melissa Villegas), ფსიქოლოგი და მსახიობი, “Paths of Hope Association Mothers of the Candelaria”, მედელინი


„მონაწილეები სწავლობენ საკუთარ გრძნობებზე ფოკუსირებას, მათ გაძლიერებასა და კოორდინირებას, საკუთარი სხეულის შეცნობას, [...] ივითარებენ შემოქმედებით შესაძლებლობას და აძლევენ სტიმულს მეხსიერებას.“
მიშელ ფიშერი (Michelle Fisher), „ეპარქიის ახალგაზრდული პროექტის“ ხელმძღვანელი, Quibdó - ში.