More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ზრუნვა შშმ პირების შესაფერისი და სტიმულირებული მომავლისათვის


Care For Disabled Persons’ Suitable And Stimulated Future პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია რეგიონების დღის ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურების გაუმჯობესება. ასევე, შშმ ბავშვების მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლება და საზოგადოების ინფორმირებულება მათ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე.


განხორციელების პერიოდი: 15.02.2016 - 31.05.2016

დონორი: მსოფლიო ბანკი, ადამიანი გაჭირვებაში (PIN)

პროექტის ფარგლებში შეირჩა იმერეთის ქალაქ თერჯოლაში მდებარე შშმ ბავშვთა დღის ცენტრი „იმედის სხივი“, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემულ ყოველთვიურ ვაუჩერულ დაფინანსებაზეა. აღნიშნული ცენტრის სერვისით, ყოველდღიურად თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 შშმ ბავშვი სარგებლობს.

ჩვენ შევისწავლეთ ცენტრის სერვისები და მისი საჭიროებები, რომლის მიხედვითაც დავგეგმეთ აქტივობები. კონკრეტულად: ცენტრს უჭირდა თერაპიული და გამაჯანსაღებელი აქტივობების ჩატარება, ვინაიდან არ ჰქონდა შესაბამისი ინვენტარი. უჭირდა ბენეფიციარების ყოველდღიური საქმეების წარმოება და ჯანდაცვის სამინისტროსათვის ელექტრონულად გადაგზავნა, რადგან არ ჰქონდათ კომპიუტერი და პრინტერი. მოძველებული იყო ავეჯის ნაწილიც. ასევე შევისწავლეთ ცენტრის ბენეფიციართა აუცილებელი საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ჩვენ შევძლებდით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის ცენტრში დავგეგმეთ სახელოვნებო ღონისძიება, რომელშიც ცენტრის ბავშვებმა მიღეს მონაწილეობა. მათ ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან შექმნეს და გამოფინეს საკუთარი ნაკეთობები. ყველა მათგანს გადავეცით თემატური საჩუქრები (თექა, საქარგავი ძაფები, საღებავები, ფერადი ფანქრები, ფუნჯები, დეკორატიული თიხა, დიდი ფორმატის სახატავი რვეულები), ხოლო, ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვს საჩუქრად გადავეცით ხმოვანი წიგნები.

Care For Disabled Persons’ Suitable And Stimulated Future
პროექტის დაწყებამდე გვქონდა ინფორმაცია 16 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მწერალ ბიჭ გელუკა ბუიღლიშვილზე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში გავიცანით გელუკა, შევაგროვეთ მისი ნამუშევრები, პროფესიონალი რედაქტორის დახმარებით დავამუშავეთ და გამოვეცით წიგნის სახით. წიგნის გამოცემის შემდეგ ჩავატარეთ მისი პრეზენტაცია.

პროექტის ყველა ღონისძიებას ესწრებოდნენ, ცენტრალური, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, ადგილობრივი მცირე და მსხვილი მეწარმეები, სკოლების, საბავშვო ბაღების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტის შედეგები:
• დღის ცენტრ „იმედის სხივში“ გაუმჯობესდა თერაპიული და შრომითი აქტივობების სერვისები. ამოქმედდა მასაჟისტის სერვისი. საჭიროების შემთხევაში პირდაპირი ინტერნეტ კავშირი აქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ასევე, ინტერნეტის დახმარებით შეუძლიათ დაუყოვნებლივ მოიძიონ სასურველი ინფორმაცია. გაუმჯობესდა მათი ინვენტარის ნაწილი. ბავშვები ქმნიან ახალ - ახალ ნაკეთობებს და სისტემატიურად მართავენ გამოფენებს;
• შშმ ბავშვებს, რომლებსაც გადავეცით ახალი ეტლები, განაახლეს სკოლაში სიარული. ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვის სხეულში გაუმჯობესდა სისხლის მიმოქცევა და მწოლიარე მდგომარეობაში ახლა უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე ლეიბის ჩუქებამდე;
• ადგილობრივი ხელისუფლებისგან მივიღეთ გარანტიები, რომ უახლოეს ხანებში დაიწყებენ დღის ცენტრის ოთახების რემონტს და აღჭურავენ ყველა საჭირო ტექნიკითა თუ სხვა სახის ინვენტარით;
• გელუკა ბუიღლიშვილის წიგნი გავრცელდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სკოლებსა და ბიბლიოთეკებში. მას უკვე იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე და საკუთარ საქმეში გაუჩნდა ახალი შეთავაზებები;
• ბიზნესმენებმა, რომლებიც ესწრებოდნენ ღონისძიებებს, პირობა მოგვცეს, რომ საკუთარ საწარმოებში თუ სავაჭრო ობიექტებში დაიწყებენ შშმ პირთათვის საჭირო სივრცის შექმნას. პროექტმა დასრულების შემდეგაც განაგრძო სასიკეთო შედეგების მოტანა და პროექტის ფარგლებში დაწყებული საქმეები უფრო და უფრო ვითარდება.

Care For Disabled Persons’ Suitable And Stimulated Future

პროექტის ბენეფიციარები:
შშმ ბავშვები


პროექტის განმახორციელებელი:
ნაბიჯი ტყიბული

ადგილი:
თერჯოლა