More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ბავშვთა ზრუნვის პროგრამა


Child Care Program პროექტის მიზნები:
    • დღის ცენტრები: საგანმანათლებლო, ფსიქოლოგიური, სოციალური და საბაზისო დახმარება სიღარიბის პროგრამაში ჩართული ოჯახების ბავშვებისთვის;
  • მცირე საოჯახო სახლები: ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების გაუმჯობესების მხარდაჭერა.


  • პროექტის განხორციელების პერიოდი:
    • დღის ცენტრები 1997 წლიდან;
  • მცირე საოჯახო სახლები 2011 წლიდან;



  • Child Care Program
    პროგრამის დონორია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო. პროგრამა ფინანსდება ვაუჩერული სისტემით. პროგრამა მოიცავს ორ პროექტს: ორი დღის ცენტრი და სამი მცირე საოჯახო სახლი (ერთი გორში და ორი ხაშურში).

    ბავშვთა ზრუნვის პროგრამა ორიენტირებულია ბავშვების კეთილდღეობაზე, მათთვის საჭირო და შესაბამისი სერვისის მიწოდებაზე. დღის ცენტრების ძირითადი აქტივობებია: საკვებით უზრუნველყოფა, ფორმალური და არაფორმალური განათლება, ხელნაკეთების დამამზადებელი სტუდია და საზაფხულო ბანაკი.

    მცირე საოჯახო სახლებში უზრუნველყოფილია 24 საათიანი ზრუნვის სისტემა. სამ სახლში განთავსებულია ჯამში 30 ბავშვი. თითოეულ სახლს ჰყავს ერთი ლიდერი და 4 მზრუნველი. ბავშვებს მიეწოდებათ ყველა საჭირო სერვისი.

    პროექტის შედეგები:
    • დღის ცენტრები: აწვდიან შესაბამის სერვისს 60 ბენეფიციარს. მცირდება კრიზისში მყოფი ოჯახების რაოდენობა, მცირდება ბავშვების მიტოვების შემთხვევები.
  • მცირე საოჯახო სახლები: 30 ბავშვი იღებს სხვადასხვა სერვისებს და ცხოვრობს მცირე საოჯახო სახლებში. შედეგად იზრდება ბავშვების ოჯახებში რეინტეგრაციისა და აყვანის შემთხვევები, ასევე, ისინი მზად არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

  • Child Care Program

    პროექტის ბენეფიციარები:
    სიღარიბის პროგრამაში ჩართული ოჯახების ბავშვები


    პროექტის განმახორციელებელი:
    საზოგადოება „ბილიკი“
    ადგილი:
    ხაშური და გორი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.facebook.com/societybiliki



    რას ამბობენ?!

    " პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი ოჯახების ბავშვებისათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროექტები არაა საკმარისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ საჭიროა საზოგადოება „ბილიკი“ უფრო მეტად გააქტიურდეს და უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აიღოს სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად."
    ხვიჩა ფოსოშვილი, ბავშვთა ზრუნვის პროგრამის მენეჯერი