More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

საზოგადოება კეთილდღეობის გზაზე


პროექტი ხელს უწყობს სოციალურად დაუცველ არეალებში მცხოვრები ბოშა ბავშვების სოციალურ ინტეგრაციასა და ჩართულობას. ასევე, ძირითად საზოგადოებასა და ბოშურ უმცირესობას შორის არსებული სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების შემცირებას.
პროექტის მიზანი იყო, გაუმჯობესებული და განვითარებული სოციალური სერვისების, ასევე, სლოვაკეთის ორი რეგიონის ათ ქალაქში დაფუძნებულ სათემო ცენტრებსა და სკოლებში ჩატარებული ტრენინგების გზით, ბავშვებისა და ახალგაზრდების რისკ-ჯგუფების შინაგანი გაძლიერება/აღორძინება. სათემო ცენტრების თანამშრომლები აძლიერებდნენ ბავშვებისა და ახალგაზრდების მოტივაციას, რათა მათ ესწავლათ დაწყებით და გაეგრძელებინათ სწავლა საშუალო სკოლაში.

მასწავლებლები, ტუტორები და მენტორები ყოველდღიურად მუშაობდნენ ასობით ახალგაზრდასთან სათემო ცენტრებში, რომლებიც დაფუძნდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით.
არც ერთი ბავშვი, რომელიც ესწრებოდა სათემო ცენტრების კლუბებს, არ იყვნენ განთავსებული სპეციალიზებულ სკოლებში.

პროექტის შედეგები:
  • 7754 ბავშვსა და ახალგაზრდას აქვს წვდომა ხარისხიან სოციალურ სერვისზე;
  • 10 სათემო ცენტრი აღიჭურვა სასწავლო კურსებისთვის საჭირო მოწყობილობებით;
  • სასწავლო კურსებში ჩართული მოსწავლეების 100%-მა მიიღო დამადასტურებელი სერტიფიკატი.

  • 2016 წელს ფონდმა დაიწყო ონლაინ მენტორობის პროექტი სახელად: Gifted Children (ნაჩუქარი ბავშვები). მისი მიზანი იყო გარიყულ საზოგადოებაში მცხოვრები ბოშა ბავშვების დახმარება მენტორობის, ონლაინ მენტორობისა და ექსპერიმენტული სწავლების გზით, რათა შთაეგონებინათ მათთვის სწავლისა და მომავლის ხედვის ჩამოყალიბების მნიშვნელობა.

    Care For Disabled Persons’ Suitable And Stimulated Future პროექტის ბენეფიციარები:
    ბოშური უმცირესობა - უფროსები და ბავშვები


    პროექტის განმახორციელებელი:
    ETP Slovakia

    ადგილი:
    Košice

    დამატებითი ინფორმაცია:
    http://etp.sk/projekty/komunita-na-ceste-k-prosperite/
    www.schopnedeti.sk