More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

DOMEC – day low-treshold shelter


DOMEC – day lowtreshold shelter ბრატისლავაში დაახლოებით 4000 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. დღეს, მათ თითქმის არ გააჩნიათ რაიმე პროფესიონალური სახის მხარდაჭერის პოვნის შესაძლებლობა. მათ უმრავლესობას არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სხვა დოკუმენტაცია; შესაბამისად, მათ არ აქვთ სამსახურის დაწყების შანსი.

ჩვენ ვცდილობთ შევცვალოთ ეს სიტუაცია ჩვენს თავშესაფარში (DOMEC). უსახლკარო ადამიანები აქ პოულობენ დღის საზრიანად გატარების შესაძლებლობას.

თავშესაფარი სთავაზობს მათ რჩევებს სოციალურ საკითხებზე, საკვებს, აბაზანას, სუფთა ტანსაცმელსა და ადამიანურ დამოკიდებულებას. ჩვენი მთავარი მიზანია მივცეთ ახალი აზრი უსახლკარო ადამიანების ცხოვრებას. თუმცა, ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი იწყებენ მუშაობას. თავშესაფრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია მუშაობის ხელახლა დაწყების შესაძლებლობის მიცემა და განთავსების ადგილის პოვნა.
პროექტის ძირითადი სერვისები და აქტივობები:
    • ცხოვრების საბაზისო საჭიროებები (სისუფთავე, საუზმე);
  • სოციალური მხარდაჭერა;
  • მუშაობისთვის მომზადება და სამსახურის ძიებაში დახმარება;
  • სოციალური თერაპიის სესიები.

  • თავშესაფარში რეგისტრირებულია 1725 მომხმარებელი. ყოველდღიურად სარგებლობს დაახლოებით 80 ადამიანი. ადამიანები, ვისაც სამსახურით უზრუნველვყოფთ: 3 ადამიანი სოციალურ კაფეში, 12 - საზოგადოებრივი დასუფთავების სამსახურში.

    პროექტი მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: ქუჩის სამუშაოები, ინტეგრაციის ცენტრი და სოციალური კაფე, სადაც ძირითადად უსახლკარო ადამიანები არიან დასაქმებული.
    პროექტი ასევე მოიცავს თემის მობილიზებას სამეზობლო ინიციატივებითა და მოხალისეებით - წიგნის კლუბები, ღონისძიებები, საკვების მომზადება ქუჩებში და თანამშრომლობა საკვების უსაფრთხოების პროექტებთან. ასევე, აქტიურ მხარდაჭერასა და მონაწილეობას საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების პროცესებში.
    აქტიური სამოქალაქო ურთიერთობები საზოგადოებრივი ღონისძიებების გზით ხელს უწყობს უსახლკაროთა საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, მუნიციპალური და ადგილობრივი დაფინანსების ზრდას.
    DOMEC – day lowtreshold shelter
    პროექტის ბიუჯეტი დაფუძნებულია მუნიციპალური და რეგიონული მთავრობების დაფინანსებაზე, ასევე, ფინანსების აქტიურ მოძიებაზე მცირე დონორებისგან და კორპორაციულ გრანტებზე.

    პროექტში მოხალისეებად ჩართული ახალგაზრდები არიან უნივერსიტეტის სოციალური მუშაობისა და სხვა მომიჯნავე სპეციალობების სტუდენტები. ამასთანავე, გვაქვს საზაფხულო სტაჟირება და ვთანამშრომლობთ ბრატისლავის მოხალისეთა ცენტრთან.


    პროექტის ბენეფიციარები:
    უსახლკარო ადამიანები.
    ბენეფიციარები მოიცავს 18-30 წლამდე, ძირითადად ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანებს. ასევე, მენტალური პრობლემების მქონეებს.


    პროექტის განმახორციელებელი:
    VAGUS
    ადგილი:
    ბრატისლავა

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.vagus.sk



    რას ამბობენ?

    „Domec-მა მომცა შესაძლებლობა გამევლო არტ-თერაპიის რეგულარული სესიების პრაქტიკა უსახლკარო ადამიანებთან.“
    პატრისია, 23 წლის, უნივერსიტეტის სტუდენტი


    „ჩვენი სისტემა არ მუშაობს კიბის პრინციპით, სადაც უსახლკაროები მიაღწევენ პროგრესს ერთი საფეხურიდან მეორემდე. ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ უსახლკაროთა პრობლემების ყველა დონეზე“
    პეტრა, 27 წლის, პროექტის კოორდინატორი


    „რაც მომწონს ჩვენს მუშაობაში, არის ზრუნვა ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებით მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა.“
    ადრიანა, 45 წლის, სოციალური მუშაკი


    „Domec-ს წყალობით მე მაქვს სამსახური, საცხოვრებელი და შემიძლია ჩემი ქირის გადახდა. მე გავიარე მათი საქმიანობის ყველა ეტაპი, ქუჩის სამუშაოები, ინტეგრაციის ცენტრი და ამჟამად ვმუშაობ კაფეში.“
    სლავო, 34 წლის, მიმტანი