More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Rêve et Réalise - Dream, Do and Achieve


English Access Microscholarship Programme RÊVE ET RÉALISE არის კიდევ ერთი მიმართულება სამთავრობო პროგრამის ფარგლებში - „სამოქალაქო სერვისი“, რომელიც შთამბეჭდავი ტემპებით იზრდება საფრანგეთში ბოლო წლების განმავლობაში და აუმჯობესებს მის ხარისხს, გავლენასა და შედეგებს. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს 8 თვიან პროექტს, რომლის ფარგლებშიც სთავაზობს რჩევებს, სწავლებასა და ტრენინგებს ახალგაზრდა ადამიანებს მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების ყველა საფეხურზე. პროექტი ღიაა ყველა ახალგაზრდისთვის (მიუხედავად მათი კვალიფიკაციისა და კომპეტენციებისა), რომლებსაც გააჩნიათ მაღალი მოტივაცია, აქვთ საპროექტო იდეა და სურვილი განახორციელონ ის სოლიდარული პრინციპების სფეროს ფარგლებში.

პროექტების ტიპი დამოკიდებულია მოხალისეებზე. ისინი წამოადგენენ RÊVE ET RÉALISE-ის პროგრამაში ორიგინალურ საპროექტო იდეას, 8 თვიანი სამოქმედო გეგმის მონახაზთან ერთად. ისინი შეირჩევიან მათი მოტივაციისა და საპროექტო მონახაზის ხარისხის გათვალისწინებით.

English Access Microscholarship Programme კოორდინატორი აწვდის სასწავლო კურსებს პროექტის დაწერის, ბიუჯეტის შედგენის, კომუნიკაციის და შეფასების თაობაზე. თითოეულ ახალგაზრდას ყავს მენტორი, რომელიც ეხმარება მას და აძლევს პროფესიულ რჩევებს. ახალგაზრდები რეგულარულად ხვდებიან კოორდინატორს საერთო სამუშაო სივრცეში, სადაც მათ თავისუფლად საქმიანობის შესაძლებლობა აქვთ.

6 თვის განმავლობაში ახალგაზრდები მათი პროექტების მიმდინარეობასა და პროგრესს წარუდგენენ ექსპერტებისა და მენტორებისგან შემდგარ ჟიურის, რათა გაუზიარონ მათ პროექტის მიღწევები და სირთულეები და მიიღონ შესაბამისი რჩევები და დახმარება საჭიროების შემთხვევაში.


პროექტის ბენეფიციარები:
18-დან 25 წლამდე ასაკის 18 ახალგაზრდა (ძირითადად ისინი, ვინც ამჟამად არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულნი ან არ გადიან ტრენინგებს). პროექტები შესაძლოა განხორციელდეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე 2 ან 3 ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფების მიერ.


პროექტის განმახორციელებელი:
English Access Microscholarship Programme Unis Cité - პიონერი ასოციაცია საფრანგეთში სამოქალაქო სერვისების მიმართულებით, 1995 წლიდან. ის წარმოდგენილია 30 ქალაქში და უკვე მოახდინა 15500 ახალგაზრდა მოხალისის მობილიზება, აქედან 3000-ის 2015-2016 წლებში. მისი მიზანია განავითაროს და გააძლიეროს სამოქალაქო სერვისი, როგორც ბუნებრივი ნაბიჯი ყველა ახალგაზრდის ცხოვრებაში და მოუპოვოს მას აღიარება და დაფასება სახელმწიფოსა და კომპანიებისგან.

განხორციელების ადგილი:
პარიზი, გრენობლი, ლილი, ნანტი, ბორდო, ლა როშელი, პოტიე, ტულუზა, სტრასბურგი და მარსელი.

More information:
www.reve-realise.fr

რას ამბობენ?!

ბევრი ახალგაზრდა ადამიანი განიცდის თავდაჯერებულობის ნაკლებობას სკოლაში წარუმატებლობის (ან ოჯახური პირობების) გამო, რის გამოც ისინი გრძნობენ, რომ არ შეუძლიათ რაიმე სარგებლის მოტანა საზოგადოებისთვის. ამ პროგრამის მიზანია ვაჩვენოთ მათ, რომ შეუძლიათ იყვნენ ცვლილებების მომტანნი. მათ იციან რა პრობლემები და საჭიროებები არსებობს იქ, სადაც ცხოვრობენ და შეუძლიათ გამოიყენონ უნარები მსოფლიოს უკეთესობისთვის. ჩვენ, მათ, როგორც პროექტის ლიდერებს, ვაძლევთ მხოლოდ ხელსაწყოებს მიზნის მისაღწევად და არსებული პოტენციალის გამოსავლენად. „მცირე“ მიღწევები ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევა, მაგრამ ღირს! ჩვენ ვმუშაობთ განსხვავებული წარსულისა და წარმომავლობის ახალგაზრდებთან. შესაბამისად, ვცდილობთ პატივი ვცეთ მათ საჭიროებებს და მოვარგოთ ჩვენი მეთოდოლოგია. 18 პროექტის ლიდერის ურთიერთთანამშრომლობა უნერგავს მათ რწმენას, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია რაიმეს გაზიარება სხვისთვის.
სონია, , Rêve et Réalise - ის პროექტის კოორდინატორი, მარსელი.