More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

English Access Microscholarship Programme


English Access Microscholarship Programme სამთავრობო პროგრამა „სამოქალაქო სერვისი“ სთავაზობს 19-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს მოხალისეობის შესაძლებლობას, რათა განავითარონ პერსონალური პროექტები, ისევე როგორც სხვადასხვა უნარები, რომლებიც საჭიროა მათი პროფესიული ზრდისთვის. „სამოქალაქო სერვისი“ ხელმისაწვდომია ყველასთვის, თუმცა მოითხოვს ძლიერ ავტონომიურობასა და თავდაჯერებულობას. ახალგაზრდების ნაწილს სჭირდება სპეციალური სწავლება მათი მოხალისეობრივი გამოცდილებისთვის.

2016-17 წლების 9 თვიანი პროგრამა მოიცავს ძალიან პრაგმატულ და მოტივირებულ, თემზე დაფუძნებული სერვისის მოხალისეობრივ პროგრამასა (16 საათი კვირაში) და ინგლისური ენის კურსებს (10 საათი კვირაში). ეს პროგრამა მოიცავს ერთ თვიან კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მონაწილეები იღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ისინი სწავლობენ ფორმალური და არაფორმალური სწავლების მეთოდების გამოყენებას, რათა მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მათი გამოცდილებიდან.



English Access Microscholarship Programme - Exhibition and meeting with the photographer Sandra Calligaro
პროგრამის გეგმა: 4-6 ნოემბერი, 2016. გაცნობის პერიოდი („გუნდის მშენებლობა“).

2016 წლის 9 ნოემბრიდან:
    • ინგლისურის გაკვეთილები (10 საათი კვირაში) გაიმართება ახალგაზრდობის რეგიონულ საინფორმაციო ცენტრში (CRIJ), სადაც მონაწილეებს ექნებათ უფასო წვდომა კომპიუტერებსა და ინტერნეტზე;
  • მოხალისეობრივი სერვისი თემში (16 საათი კვირაში);
  • ამერიკულ კულტურასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები, როგორებიცაა ფილმები, თეატრი, სახელოვნებო ღონისძიებები.

  • პროექტის ბენეფიციარები:
    16-დან 20 წლამდე ახალგაზრდები, რომლებმაც მიატოვეს სკოლა და ცხოვრობენ მარსელის პრობლემატურ რაიონებში.



    პროექტის განმახორციელებელი:
    Eurocircle - ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციაა 2006 წლიდან, რომელიც დაფუძნდა ბერლინში 1993 წელს. ის ავითარებს და ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების საერთაშორისო მობილობის მიმართულებით. ეს პროექტები შექმნილია ევროპული მოქალაქეობის წახალისების მიზნით და ეფუძნება კულტურათაშორისი ტოლერანტობის, თანასწორობის, მშვიდობის, ეკოლოგიისა და სოლიდარობის ღირებულებებს. პროექტის თანა დამფინანსებელია ამერიკის საბჭოები მარსელში (პროგრამის ინგლისური ენის ნაწილი) და მარსელისა და შემოგარენის პრეფექტურა (სამოქალაქო სერვისის ნაწილი).
    English Access Microscholarship Programme - Artistic wander around downtown MarseilleThe project is co-funded by the American Consulate in Marseille (the English part of the programme) and the Préfecture of Marseille and surroundings (the civic service).

    ადგილი:
    Marseilles

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.eurocircle.info
    www.exchanges.state.gov/non-us/EnglishAccess
    www.bouches-du-rhone.gouv.fr



    რას ამბობენ?!

    პროგრამა ჩვენის სამიზნე ჯგუფისთვის არის საშუალება განივითარონ ინგლისური ენის უნარები სოციალურ, სამოქალაქო და ჯგუფური მუშაობის უნარებთან ერთად. პროგრამის მიზანია მივცეთ მათ რაიმეს გაკეთების შესაძლებლობა, რომ გამოსცადონ და დაინახონ რაიმე განსხვავებული და მივცეთ მათ ინგლისური ენის საბაზისო უნარები. „სამოქალაქო სერვისი“ არის გზა პროფესიული უნარების განსავითარებლად, შრომით ბაზარზე პირველი ნაბიჯების გადასადგმელად და უკეთ ინტეგრირებაში დასახმარებლად.
    ჰელენი, პროექტის მენეჯერი


    მომეწონა ფილმი, ვისურვებდი, კიდევ მენახა
    ელოდი, , პროექტის 16 წლის მონაწილე
    ფილმი: „კანონგარეშე“, ჯიმ ჯარმუში, 1986


    ძალიან მომეწონა, რადგან მომწონს აბსურდული იუმორი. ეს ნამდვილად სახალისო იყო და საკმაოდ მოხარული ვარ მისი ისტორიის გახსენებით „ბერნარდინის“ სამეზობლოში სეირნობის დროს.
    სოლენი, , პროექტის 20 წლის მონაწილე
    მოხეტიალე ხელოვანი მარსელის ცენტრში


    გუშინ ჯან მიშენ დესარდთან ერთად ვიყავით მარსელის ისტორიის მუზეუმში. ჯან მიშელი არის რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა „მე შევისწავლე ამერიკა“. ჩვენ ვისხედით მაგიდის გარშემო ამ ფილმის განსახილველად. მე გავაანალიზე, რომ მქონდა იგივე ისტორია, რაც ერთ-ერთ ახალგაზრდას ფილმიდან, ბრენდონს. ბავშვობისას ის დედამ მიატოვა გვატემალაში, რათა ამერიკაში წასულიყო. შემდგომში მან გადალახა უდაბნო დედამისის კიდევ ერთხელ სანახავად.
    მატილდა, , პროექტის 20 წლის მონაწილე
    შეხვედრა ჯან მიშელ დესარდთან - ფილმის რეჟისორი და დევიდთან - ფოტოგრაფი