More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში


Enhancing the participation of regional CSOs in policy dialogue on social inclusion in Georgia პროექტის "სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში" ძირითადი მიზანია, რომ გაძლიერდეს კავშირები საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის და ერთობლივი სათათბირო ორგანოს - სოციალური ჩართულობის საკითხზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს დაფუძნებით, მოხდეს სოციალური აქტივობების ჰარმონიზაცია.

მრჩეველთა საბჭოს ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს ადგილობრივი სოციალური დაცვის საქმეში. შესაძლებლობების გაძლიერება, მონიტორინგი და ერთობლივი აქტივობები სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაეხმარება, რომ გახდნენ უფრო ძლიერი პარტნიორები სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, მონაწილეობა მიიღონ პრიორიტეტების დასახვაში და გაზარდონ სოციალური ჩართულობის პროგრამების ეფექტურობა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.


Enhancing the participation of regional CSOs in policy dialogue on social inclusion in Georgia პროექტის აქტივობები:
    • ჩეხეთის სოციალური ინტეგრაციის სისტემის გამოცდილების გაზიარება საქართველოში;
  • ოთხ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება;
  • სოციალური ჩართულობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოს ფორმირება და საქმიანობა;
  • სასწავლო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში;
  • კავშირების ჩამოყალიბება ეროვნულ დონეზე სოციალური სერვისების გაუმჯობესების ადვოკატირებისათვის;
  • სოციალურად დაუცველი ჯგუფების მიერ სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომლობის შეფასება და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებათა კვლევა;
  • ადგილობრივი სოციალური ჩართულობის სტრატეგიის მომზადება, რომელიც მოიცავს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმებს;
  • მონიტორინგის განხორციელება მუნიციპალური ბიუჯეტის, ანგარიშვალდებულებისა და სოციალური დაცვის პროგრამების საკითხებზე.

  • მოსალოდნელი შედეგები:
    • შედეგი 1: გაიზრდება სოციალური დაცვის სტრატეგიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა სტრატეგიულ დიალოგში ექპერტიზის, შესაძლებლობების, ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების გზით;
  • შედეგი 2: შემუშავდება ადგილობრივი სოციალური დაცვის სტრატეგია, რომელიც ასახავს მოსახლეობის საჭიროებებს და მათ შორის, მოიცავს თანამონაწილეობის შედეგად გამოვლენილ ინოვაციურ მიდგომებს;
  • შედეგი 3: პილოტირებული იქნება ინოვაციური მიდგომები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი სოციალური დაცვის პროგრამებში.

  • პარტნიორი ორგანიზაცია: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
    განხორციელების პერიოდი: 15 იანვარი, 2016 - 15 მაისი, 2018
    Enhancing the participation of regional CSOs in policy dialogue on social inclusion in Georgia

    პროექტის ბენეფიციარები:
    მოწყვლადი/სოციალურად დაუცველი ჯგუფები:

    პროექტს განმახორციელებელი:
    ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" (PIN)

    ადგილი:
    იმერეთი (ტყიბული, ხონი), სამეგრელო (ზუგდიდი) და შიდა ქართლი (გორი)

    დამატებითი ინფორმაცია:
    http://pin.ge/



    რას ამბობენ?

    „საქართველოში სოციალური სერვისების მიწოდება ბევრ პრობლემებს აწყდება, განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე. უმრავლეს შემთხვევაში, მუნიციპალური სოციალური პროგრამები ეფუძნება ფულად დახმარებებს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ სათანადო შესაძლებლობა განახორციელონ სოციალური სერვისების მიწოდება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გვჯერა, რომ მუნიციპალიტეტებში დაარსებული მრჩეველთა საბჭოები იქნება საწყისი ეტაპი სისტემური ცვლილებებისთვის ადგილობრივ დონეზე და სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მოწყვლადი/სოციალურად დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებას.“
    ნანა ყურაშვილი, პროექტის მენეჯერი