More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

თვითგამოხატვაზე, კრიატიულობასა და აქტიურ მოქალაქეობაზე დაფუძნებული მხარდაჭერა


პროექტის მიზანია მისცეს ახალგაზრდებს შესაძლებლობა იყვნენ საკუთარი განათლების შემოქმედნი, შეხვდნენ არსებულ სოციალურ გარემოს ცნობისმოყვარეობით, კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის მეშვეობით.
English Access Microscholarship Programme
პროექტს აქვს სამი ძირითადი მიმართულება:
    • მოტივაციის ასამაღლებელი ქმედებები კრეატიული, სახელოვნებო და აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრების გზით;
  • გეოგრაფიული მობილობის აქტივობები საერთაშორისო დონეზე;
  • ჩართულობის ქმედებები დასაქმებასა და უკეთეს საცხოვრებელ პირობებზე წვდომის გზით;

  • ეს სამი მიმართულება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და მოიცავს ქმედებების სხვადასხვა, მრავალფეროვან პროცესებს.

    პროექტი მხარს უჭერს არაფორმალურ განათლებასა და აქტიური მონაწილეობის მეთოდებს, რომლის ფარგლებშიც:
    • სოციალური ცხოვრების გააქტიურებისთვის, გამრავალფეროვნებისთვის და თვითშეფასების ამაღლების მიზნით სთავაზობს მოტივაციის ასამაღლებელ სამუშაო შეხვედრების მრავალფეროვან არჩევანს;
  • ახალგაზრდა ადამიანებსა და მუშაკებს სთავაზობს ევროპული მობილობის პროგრამებს; სამიზნე ჯგუფებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას მათი დასაქმების შესაძლებლობების ამაღლებისთვის;
  • Facebook გვერდისა და ვებგვერდის მეშვეობით ავრცელებს სხვადასხვა შესაძლებლობებს მდგრად საზოგადოებრივ ცხოვრებაში კოლექტიური ჩართულობის წასახალისებლად დასავლეთ ლიონში.
  • English Access Microscholarship Programme

    პროექტის ბენეფიციარები:
    16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები


    განმახორციელებელი ორგანიზაცია:
    ასოციაცია: „FenêtreS“ აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაცია: “Les refuges d’enfants”-თან და ყოფილი მოხალისეების ორგანიზაციასთან, რომელიც სთავაზობს ახალგაზრდა ადამიანებს დამატებით სწავლებასა და მხარდაჭერას სტაჟირების/სამსახურის საპოვნელად. ასევე თანამშრომლობს ახალგაზრდების, პენსიონერებისა და ახალგაზრდა მუშაკების სხვადასხვა მცირე ადგილობრივ ორგანიზაციებთან ადილობრივი კავშირებისა და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების მიმართულებით.
    English Access Microscholarship Programme

    განხორციელების ადგილი:
    ლიონის დასავლეთ ნაწილი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.assofenetres.com
    www.facebook.com/FenetreSPlateforme
    www.youtube.com/


    პროექტს ასევე აქვს Android და Iphone აპლიკაციები.

    English Access Microscholarship Programme

    რას ამბობენ?!

    რატომ ეს პროექტი? იმიტომ, რომ თვითშეფასების გაძლიერება ქმნის თავდაჯერებულობას; იმიტომ, რომ მობილობა იწვევს სიახლეებს, ცვლილებებსა და ალტერნატივებს; იმიტომ, რომ ჩართულობა უნდა იყოს გათვალისწინებული სამუშაო ბაზრისთვის მზადებისთვის და სოციალური ინტეგრაციისთვის, რათა მიეცეს ყველას შესაძლებლობა იპოვოს სამართლიანი ადგილი საზოგადოებაში, ევროპასა და მსოფლიოში.
    ფრედერიკ ვებერი, ,პრეზიდენტი - ასოციაცია: „FenêtreS“