More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

[fjuzn]


[FJUZN] არის ახალი უმცირესობების ფესტივალი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გამოსცადონ სლოვაკეთში მცხოვრები უცხოელების კულტურა და ცხოვრება.
[FJUZN] არის სიტყვა “Fusion“-ის ფონეტიკური ტრანსკრიფცია, ეს ტერმინი აღნიშნავს სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის შერწყმას ან აზიური სანელებლების დამატებას ევროპულ კერძებზე. [FJUZN] არის ყველაზე ეგზოტიკური მულტი-კულტურული ფესტივალი სლოვაკეთში. ის ყოველწლიურად იმართება ბრატისლავაში და 2016 წელს იზეიმა მე-11 წლისთავი.

ფესტივალის მიზანია თავი მოუყაროს განსხვავებული კულტურების მატარებელ ადამიანებს, აამაღლოს ცნობიერება სლოვაკეთის ახალ უმცირესობებზე, უცხოელების ამჟამინდელ ცხოვრებაზე სლოვაკეთში და წინა პლანზე წამოწიოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა მიგრაცია და მულტიკულტურალიზმი. საწყის წლებში, ფესტივალს ეწოდებოდა „ახალი უმცირესობების კვირეული.“ თავდაპირველად, ის იყო კამერული მუსიკის ღონისძიება, რომელიც შემდგომში გაფართოვდა და გადაიქცა ქალაქის ფესტივალად, რომელიც ამჟამად არის სლოვაკეთი დედაქალაქის რეგულარული საზაფხულო კულტურული ღონისძიება. მისი ხედვაა თავი მოუყაროს ადამიანებს, იდეებსა და პროექტებს.
ფესტივალის განმავლობაში იმართება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებზე გათვლილი მრავალფეროვანი ღონისძიებები: კონცერტები, სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, წარმოდგენები, ფილმები, გამოფენა-გაყიდვები და ა.შ.
ფესტივალის 2016 წლის თემა იყო მოძრაობა, როგორც სინონიმი მიგრაციისა, მოძრაობა, როგორც ანარეკლი მუდმივად ცვალებადი მსოფლიოსი.


პროექტის ბენეფიციარები:
საზოგადოება, სტუდენტები, სლოვაკეთში მცხოვრები უმცირესობები, მიგრანტები და ლტოლვილები

პროექტის განმახორციელებელი:
მილან სიმეცკას ფონდი (Milan Simecka Foundation) არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი არასამთავრობო ორგანიზაცია სლოვაკეთში. 1991 წლიდან, მისი დაარსების დღიდან ორგანიზაცია ორიენტირებულია ადამიანთა უფლებებზე, დემოკრატიული ინსტიტუტების უნარების გაძლიერებასა და უმცირესობების საკითხებზე. ამჟამად, საქმიანობის ძირითადი არეალი მოიცავს მულტიკულტურალიზმის განათლებას, ბოშების საკითხს, ჰოლოკოსტის კვლევას და განათლებას.

ადგილი:
ბრატისლავა

დამატებითი ინფორმაცია:
http://www.fjuzn.sk

რას ამბობენ?


„ბრატისლავა ყოველთვის მულტიკულტურული ქალაქი იყო. სლოვაკეთის ქალაქებს შორის, ის ალბათ ყველაზე ტოლერანტულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უმცირესობებსა და უცხოელებს არ გააჩნიათ პრობლემები. ჩემი აზრით, უმცირესობების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მათი უხილავობაა... რადგან ჩვენ ვკარგავთ თანაგრძნობას, სოლიდარობასა და ერთობას და საზოგადოების დამოკიდებულება უმცირესობების მიმართ უფრო და უფრო უარყოფითი ხდება. ამის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საუბარი უმცირესობების თაობაზე და ასევე საუბარი მათთან.“
ლაცო ორავეცი, Laco Oravec, პროგრამის მენეჯერი