More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

„დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“


From Dependency to Self-sufficiency – Innovative and Effective Livelihood Solutions for Georgia Project Goal:
ზოგადი: იძულებით გადაადგილებული და ომით დაზარალებული თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.
    • კონკრეტული მიზანი 1: დევნილთათვის და მასპინძელი/ომისგან დაზარალებული თემის წევრებისთვის საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის შესაძლებლობების მიცემა.
  • კონკრეტული მიზანი 2: დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფა ადვოკატირების და სახელმწიფო სააგენტოებისა და არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა ზრდის მეშვეობით.


  • პროექტის განხორციელების პერიოდი: თებერვალი 2015 - ოქტომბერი 2016 (19 თვე).


    პროექტის შედეგები:
    • 516 იძულებით გადაადგილებული პირისთვის (იგპ) და მასპინძელი/ომის შედეგად დაზარალებული თემის წარმომადგენლისათვის 500-დან 4000 ევრომდე ღირებულების ბიზნეს გრანტის გაცემა იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთისა და აჭარის რეგიონში;
  • 56 მცირე და საშუალო მეწარმის დაფინანსება დასაქმების სტიმულირებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის;
  • 5 ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის დაფუძნება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი), რომელიც კონსულტაციას გაუწევს 800-ზე მეტ ბენეფიციარს ბიზნეს შესაძლებლობის განვითარების თემაზე;
  • დევნილთა საარსებო წყაროებზე ეფექტური პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობა 5 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციისა და 50 სათემო ორგანიზაციის გაძლიერების გზით;
  • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სათემო ორგანიზაციების ქსელის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა ხელმისაწვდომობას ბიზნეს შესაძლებლობების ინფორმაციაზე;
  • სამუშაო შეხვედრების გამართვა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების გეგმის სინერგიის განვითარების წახალისების მიზნით.


  • პროექტის ბენეფიციარები:
    იგპ/დევნილები, ომით დაზარალებული ადამიანები და ეკო-მიგრანტები


    პროექტის განმახორციელებელი:
    საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA)
    პარტნიორი: ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC)
    დონორი: ევროკავშირი

    ადგილი:
    მცხეთა-მთიანეთი (ახალგორი), იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელო (ზუგდიდი, ფოთი), აჭარა (ბათუმი), აფხაზეთში (გალი).

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.chca.org.ge



    From Dependency to Self-sufficiency – Innovative and Effective Livelihood Solutions for Georgia

    რას ამბობენ?

    „თუ მსგავსი სახის პროექტები ისევ განხორციელდება დევნილთა თემებისათვის დევნილი მოსახლეობა მასში აქტიურად ჩაერთვება და ამ მიმართულებით არსებული ინფორმაცია გახდება უფრო აქტიური და ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
    ბელა კუპრეიშვილი , დევნილთა სათემო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქუთაისში


    „აუცილებლად ვურჩევ ყველა ადამიანს, ვინც დაკავებულია ბიზნესით, მიიღონ მონაწილეობა მსგავს პროექტებში, რადგან ეს არის ბიზნესის წახალისების საუკეთესო საშუალება. ძალიან დადებითად ვაფასებ მთელ ამ პროცესს, მივესალმები ინოვაციებს და კარგი იქნება თუ მსგავსი პროექტების არსებობის შესახებ უფრო მეტ ადამიანს ექნება ინფორმაცია.“
    ლონდა ჭანტურია , ბენეფიციარი, გასართობი ცენტრის მფლობელი ქუთაისიდან (პროექტის ფარგლებში გადაეცა გრანტი 2000 ევროს მოცულობით).


    პროექტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის სხდომები გაიმართა. ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავს შეხვედრებში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სამინისტროების პირველი პირების ჩართულობას. მჯერა, მსგავსი შეხვედრების დროს პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია“.
    ზაზა თუთისანი , დევნილთა სათემო ორგანიზაციის ლიდერი ქუთაისში