More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

IBILKI


IBILKI არის ინკლუზიური ალპინისტური პროექტი, რომლის ინოვაციურობაც წარმოდგება ალპინისტური ლიტერატურის, სპორტის, მხატვრობისა და სოციალური ჩართულობის ერთობლიობის შედეგად. პროექტი მოიცავს აქტივობებს ბუნებრივ გარემოში და ხელს უწყობს იმ ადამიანებთან წვდომას ვისაც სურს დროის გატარება ქალაქგარეთ და მთებში. პროექტის მხარს უჭერს ცხოვრების ინკლუზიურ და ჯანსაღ გზას, სადაც ადამიანები ივითარებენ სოციალურ და თანამშრომლობით ღირებულებებს. პროექტის მიზანია აღმოფხვრას ბუნებრივ გარემოზე წვდომის ფიზიკური ბარიერები შშმ პირებისთვის, ხელი შეუწყოს ახალი ინტერესებისა და ჰობების გაჩენას, ახალი გამოცდილებების მიღებას და ბუნებრივ გარემოსთან პირდაპირ კავშირს, ასევე, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ინკლუზიური ალპინიზმის ფედერაციამ, IBILKI - მა, მდგრად განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გაიმარჯვა მდგრადი ადგილობრივი ინიციატივების 1-ელ კონკურსში, რომელიც გაიმართა UNESCO Etxea - ს მიერ, „განვითარებისა და თანამშრომლობის ბასკური სააგენტოს“ მხარდაჭერით. კონკურსმა დააჯილდოვა საუკეთესო ადგილობრივი პროექტი, რომელმაც წვლილი შეიტანა „მსოფლიოს მდგრადი განვითარების გეგმა 2030“ - ის მიზნების შესრულებაში.

თავისი საქმიანობით, IBILKI - ს წვლილი შეაქვს გეგმის შემდეგი ამოცანების განხორციელებაში: ამოცანა 3 - ჯანმრთელობა და კეთილდღეობა და ამოცანა 10 - უთანასწორობის შემცირება. ამის და კონკურსის ინტერნეტ გამოკითხვის საფუძველზე, UNESCO - ს მიერ დანიშნულმა, ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურმა, Etxea - მ ეს ინიციატივა გამოავლინა გამარჯვებულად კონკურსის მონაწილეებს შორის. ჟიური შედგებოდა მდგრადი განვითარების, კომუნიკაციის, გენდერული თანასწორობის, გარემოსა და განათლების სფეროში ცნობილი ადამიანებისგან.

Suited in depth
პროექტის ბენეფიციარები:
შშმ პირები, უსახლკაროები და იმიგრანტები


პროექტის განმახორციელებელი:
Ibilki (სიარული) - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია პროფესიონალი სამთო-გიდების მიერ და სთავაზობს კულტურულ და სოციალურ ინტეგრაციას.

ადგილი:
გეჩო (Guecho), ბისკაიას პროვინცია, ბასკეთი

დამატებითი ინფორმაცია:
www.ibilkibidaiak.wix.com



რას ამბობენ?


„ჩვენ მხარს ვუჭერთ ცხოვრების ინკლუზიურ და ჯანსაღ გზას, სადაც ადამიანები ივითარებენ სოციალურ და თანამშრომლობით ღირებულებებს.“

„Ibilki ხელს უწყობს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ადამიანებს შორის და მათ შორის უთანასწორობის შემცირებას.“
Ibilki - ს სამთო-გიდების გუნდი