More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Minimising national inequities and support of social inclusion via primary school activities


Minimising national inequities and support of social inclusion via primary school activities პროექტი განხორციელდა 2014-2016 წლებში, კრუჟლოვას (Kružlová) დაწყებით სკოლასა და მის შემოგარენ სოფლებში (Kapišová, Dlhoňa,Vápeník). პროექტის ძირითადი აქტივობა იყო ბოშების შესახებ სწავლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა, როგორც ინკლუზიური განათლების ნაწილი. პროექტის ფარგლებში სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით მასწავლებლებმა გაიარეს გადამზადება ამ საკითხში.
პროექტის სხვა აქტივობები მიმართული იყო ეროვნული უთანასწორობის შემცირებასა და სოციალურ ინკლუზიაზე. ისინი მოიცავდნენ მრავალფეროვან კლასგარეშე აქტივობებს, ადგილობრივი საზოგადოებისა და რეგიონის მოქალაქეების მონაწილეობით. ეს აქტივობები აძლიერებდნენ სოციალურ და ეკონომიკურ ერთობას რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით კი ბოშებთან მიმართებაში:
  • გარემოს დაცვა: ამ აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებისა და მათი მშობლების წახალისება დაეცვათ გარემო და ხელი შეეწყოთ დანაგვიანების აღმოფხვრისთვის. ასევე, სკოლის პარკში ეკო-კლასის მოწყობა;
  • კულტურა და სპორტი: მოიცავდა სოციალური ჩართულობის მხარდამჭერ აქტივობებს და პრეზენტაციებს უმცირესობათა საკითხებზე მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან;
  • გასტრონომია: ბოშური სამზარეულოს სახასიათო კერძების პრეზენტაციები და მომზადება.

  • Minimising national inequities and support of social inclusion via primary school activities

    პროექტის ბენეფიციარები:
    დაწყებითი სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები. საზოგადოების წევრები და ბოშური უმცირესობა


    პროექტის განმახორციელებელი:
    კრუჟლოვას დაწყებითი სკოლა

    ადგილი:
    კრუჟლოვა

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.zskruzlova.edupage.org/text8
    Minimising national inequities and support of social inclusion via primary school activities