More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

La Finestra Inclusiva


“Finestra Inclusiva” არის სოციო-საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი და გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანების მონაწილეობით ჩამოყალიბებულია ახალგაზრდული სოციალური ცირკი, რომელის წარმოადგენს საცირკო სანახაობებს. ცირკი წარმოადგენს პერსონალური განვითარებისთვის ხელშემწყობი პიროვნული და სოციალური უნარების გაძლიერების შესაძლებლობას. პროექტში ჩართულია 4 ასოციაცია: “Alter Valencia”, “Cambra Association”, “Acollida-Iniciatives Solidàries”, “Alanna-Day Centre Malvarrosa”. თითოეულმა პარტნიორმა ჩამოაყალიბა განსხვავებული უნარების მქონე ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებმაც გაიარეს საცირკო უნარების საბაზისო ტრენინგი, რის შემდეგაც ინდივიდუალურად, ჯგუფურად და წყვილში შექმნეს სანახაობები. წარმოდგენა გაიმართა 2014 წლის მარტში Escalante - ს თეატრში. პროექტი გაგრძელდა ორი ტრანსნაციონალური გაცვლითი აქტივობით, პროექტის პარტნიორ ორგანიზაცია: “Compagnia Elefanti” - სთან, რომელმაც ორგანიზება გაუწია ერთობლივ სანახაობებს ვალენსიასა და ნეაპოლში, 2014 წლის ივლისსა და ოქტომბერში. პროექტმა: “La Finestra Nou Circ” – მა დანერგა სოციალური ცირკი, როგორც ახალგაზრდობისა და სოციალურ სფეროში მუშაობის მეთოდი, ვალენსიაში.

Suited in depth ამ ინიციატივის პირველი ეტაპის განმავლობაში 20-მა სხვადასხვა პროფესიონალმა ასწავლა საცირკო უნარები გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების ასოციაციების (Alter Valencia, Solidàries Initiatives, La Cambra Association and Alanna Association.) 50 წარმომადგენელს.
Fallas ფესტივალის შემდეგ ასოციაციამ შეარჩია პროექტის მონაწილეების ნაწილი შეარჩია ნეაპოლში გასამგზავრებლად, სადაც პარტნიორმა ასოციაციამ Alter Valencia -სთან ერთად გამართა ერთობლივი წარმოდგენა ფესტივალის ფარგლებში. მოგვიანებით, 2014 წლის ოქტომბერში, გაიმართა ინიციატივის მესამე ეტაპი, როდესაც ნეაპოლის ასოციაცია ეწვია ვალენსიას, სადაც მონაწილეობა მიიღო საცირკო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობებში.


Suited in depth პროექტის ბენეფიციარები:
სოციალური გარიყვის საფრთხის ქვეშ მყოფი, 5 სხვადასხვა ასოციაციის წარმომადგენელი, ახალგაზრდები (ყოფილი მსჯავრდებულები, ბოშები, ყოფილი ნარკო-დამოკიდებულები, შშმ და ლტოლვილი ბავშვები)


პროექტის განმახორციელებელი:
La Finestra Nou Circ.

ადგილი:
ვალენსია

დამატებითი ინფორმაცია:
www.lafinestranoucirc.com/proyectos.html



რას ამბობენ?

„ეს არის ცირკი, რომელიც მათ აძლევთ საკუთარი კულტურული ინტერესების გამოხატვის, ემოციურად გაზრდისა და უნარების გაძლიერების შესაძლებლობას.“
ცეზარ გარსია (Cesar García) , La Finestra Nou Circ ასოციაციის პრეზიდენტი


„ლიტერატურული ფანტაზიები ძალიან ამაღელვებელია 13-14 წლის ბავშვებისთვის. თუმცა, ამ ინიციატივის საუკეთესო მხარე არის ჯადოქრობასთან და იუმორთან შეხება, მოზარდებისთვის უამრავი გასართობის მიცემა თითოეული სცენის დროს“
ვისენტ ვილა (Vicent Vila) , Escalante - ს თეატრის დირექტორი