More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

LE MELODIE DEL SILENZIO


LE MELODIE DEL SILENZIO
ახალგაზრდული ინიციატივა: “Le melodie del silenzio” გაგრძელდა 11 თვის განმავლობაში და განხორციელდა ენაში (Enna), 2012 წლის 1-ელი მაისიდან 2013 წლის 1-ელ აპრილამდე. პროექტის თემებია ხელოვნება, კულტურა და შეზღუდული უნარები. უფრო კონკრეტულად, პროექტი ფოკუსირებული იყო სიყრუესა და ხელოვნებაზე, როგორც კომუნიკაციის შესაძლებლობაზე. პროექტში ჩართულნი იყვნენ ყრუ/სმენადაქვეითებული ადამიანებიც, რათა ხელი შეგვეწყო ამ განსხვავებულობის მიმართ ცნობიერებისა და ტოლერანტობის ასამაღლებლად. ჩვენ დავგეგმეთ 250 ახალგაზრდის ჩართვა პროექტის სხვადასხვა ფაზებში სხვადასხვა მეთოდოლოგიით.

პროექტის მიზანი იყო თეატრალური წარმოდგენების შექმნა, განვითარება და დადგმა სამი სხვადასხვა მიმართულების გამოყენებით: დასარტყამი ინსტრუმენტები, პოეზია ჟესტიკულაციის ენაზე და მიმიკა. პროექტი მოიცავდა სამ ფაზას: 1. ჯგუფის ჩამოყალიბება, 2. სამუშაო შეხვედრები, 3. თეატრალური წარმოდგენების მომზადება და დადგმა.

ყრუ/სმენადაქვეითებული და რიგითი ადამიანები ერთდროულად იყვნენ ჩართულები პროექტის ყველა ეტაპზე. მიზანი იყო ორი სამყაროს ერთმანეთთან დაახლოება, შშმ პირების ინკლუზია/ჩართვა, ყრუ/სმენადაქვეითებულთა სამყაროს უკეთ გაცნობა და ახალგაზრდა ადამიანების მონაწილეობის წახალისება.


პროექტის ბენეფიციარები:
მოქალაქეები, შშმ პირები, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები.

პროექტის განმახორციელებელი:
Ente Nazionale Sordi - sezione di Enna

პროექტის განმახორციელებელი:
ენა (Enna)

დამატებითი ინფორმაცია:
www. facebook.com/groups/419188608171623/?fref=ts


რას ამბობენ?


„ეს იყო ძალიან ემოციური პროექტი. ხანდახან იყო მომენტები, როდესაც რთული ხდებოდა ფოკუსირება ასეთ მრავალფეროვან ჯგუფზე: კულტურული და სოციალური დაბრკოლებების მქონე ახალგაზრდები და ზრდასრულები, შშმ პირები და რიგითი ადამიანები. ძალიან სასიამოვნო იყო ერთად მუშაობა პრობლემების გადასაჭრელად და ჯგუფის გასაძლიერებლად.“