More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ისწავლე მეტი - დაგეგმე მომავალი


Learn more – Plan future! დონორი: მსოფლიო ბანკი
კოორდინატორი: ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში PIN“
განხორციელებული აქტივობები:
1. პროექტის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და საქმიანობა, განხორციელების პერიოდი 15.02.2016 – 30.05.2016. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი პროექტის განმახორციელებელი და პარტნიორი ორგანიზაციის, თვითმმართველობისა და ახალგაზრდული კომიტეტის წარმომადგენლებისაგან.
2. ტრენინგების მოწყობა. განხორციელების პერიოდი 01.02.2016 – 25.03.2016; მონაწილეებისათვის გაიმართა ტრენინგები თემებზე: 3.1. მოქალაქეობრივი კომპეტენცია, თვითმმართველობა, ბავშვთა უფლებები; 3.2. გარემოსდაცვითი კომპეტენცია, სამეწარმეო ინიციატივები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი; 3.3. ანალიტიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და სამეცნიერო კომპეტენცია, სოციალური მედია, ჟურნალისტიკა.
2.1. ტრენინგების მონაწილეების შერჩევა. შერჩევა განხორციელდა გამოკითხვის გზით. გამოკითხვა ჩაატარა სამუშაო ჯგუფმა;
2.2. მონაწილეებისათვის გაიმართა ტრენინგები თემებზე: 3.1. მოქალაქეობრივი კომპეტენცია, თვითმმართველობა, ბავშვთა უფლებები; 3.2. გარემოსდაცვითი კომპეტენცია, სამეწარმეო ინიციატივები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი; 3.3. ანალიტიკური, ტექნოლოგიური, ინფორმაციული და სამეცნიერო კომპეტენცია, სოციალური მედია, ჟურნალისტიკა.
3. ბანაკის მონაწილეების შერჩევა. განხორციელების პერიოდი 26.03.2016 – 30.03.2016; ბანაკის მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა ტრენინგგავლილ მოსწავლეებს შორის კონკურსის გზით. კონკურსი ჩაატარა სამუშაო ჯგუფმა.
4. ბანაკის მოწყობა ბაკურიანში. განხორციელების პერიოდი 01.04.2016 – 09.04.2016ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში ბანაკი გაიმართა 38 ახალგაზრდისათვის ორ 5 დღიან (4 ღამე) ნაკადად, პირველიდან 9 აპრილის ჩათვლით. ბანაკი შედგებოდა შემდეგი სექციებისაგან:
4.1. ტრენინგები. ბანაკის მონაწილეებს ტრენინგები ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: 1. მოქალაქეობრივი კომპეტენცია, თვითმმართველობა, ბავშვთა უფლებები, სოციალური მედია; 2. გარემოსდაცვითი საკითხები, სამეწარმეო ინიციატივები, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი.
4.2. პრაქტიკული აქტივობები. ორივე ნაკადის მონაწილეები ბანაკის მეოთხე დღეს ეწვივნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და ბორჯომის ტელევიზიას. მათ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გაიუმჯობესეს პრაქტიკული ღონისძიებების ხილვით.
4.3. საღამოს სესიები ბანაკში. ბანაკის მიმდინარეობისას, ყოველ საღამოს იმართებოდა შემეცნებითი-გასართობი თამაშები თემებზე: ლიდერობა, აქტიური მოქალაქეობა, მიზნის დასახვა და განვითარება, აბსტრაქტული აზროვნება.
5. სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და განხორციელება. განხორციელების პერიოდი 09.04.2016 – 31.12.2016; ორივე ნაკადის ბანაკის მიმდინარეობის მეხუთე დღეს ბანაკის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს 2016 წლის სამოქმედო გეგმები, რომლებსაც განახორციელებენ დამოუკიდებლად, პროექტის გუნდის მეთვალყურეობის ქვეშ.
6. საინფორმაციო კამპანია პროექტის შესახებ. განხორციელების პერიოდი 15.02.2016 – 30.05.2016; პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპის შესახებ ინფორმაცია აქტიურად შუქდებოდა ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის TDDF და თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის გვერდებზე სოციალურ მედიაში. ასევე ადგილობრივ და რეგიონულ მედიაში და საჯარო შეხვედრებზე.
Learn more – Plan future!
პროექტის შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია არაფორმალური განათლების აქტივობების, მათ შორის მშვიდობის კორპუსისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობებისა და პროგრამების თაობაზე. ამასთანავე, პროექტის მონაწილე ახალგაზრდები შეყვანილ იქნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეთა ბაზაში. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ადმინისტრაცია ზრუნავს მათ ჩართვაზე ცენტრის საქმიანობაში. მონაწილეთა დიდი ნაწილი უკვე აქტიურადაა ჩართული ცენტრში მიმდინარე ღონისძიებებში. პროექტის ფარგლებში ასევე ჩამოყალიბდა ფეისბუქჯგუფი - „არაფორმალური განათლება - გზა მომავლისაკენ“, სადაც პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ ხდება ბანაკისა და ტრენინგების მონაწილეებისათვის სხვადასხვა არაფორმალური განათლების ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ჯგუფის ფარგლებში ჯგუფის წევრები პროექტის განმახორციელებელ გუნდს აწვდიან ინფორმაციას სხვადასხვა ღონისძიებებში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით.

პროექტის კონკრეტული შედეგები:
1. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღო 11-მა ადამიანმა (დაგეგმილი იყო 7).
2. პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღო 7000-ზე მეტმა ადამიანმა (დაგეგმილი იყო 500).
3. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 114-მა ახალგაზრდამ (დაგეგმილი იყო 100);
4. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 60-მა ახალგაზრდამ (დაგეგმილი იყო 60).
5. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 38-მა ახალგაზრდამ (დაგეგმილი იყო 38).

Learn more – Plan future!

პროექტის ბენეფიციარები:
სოფლად მცხოვრები სკოლის მოსწავლეები


პროექტის განმახორციელებელი:
„ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი TDDF

ადგილი:
თერჯოლა

დამატებითი ინფორმაცია:
http://facebook.com/TDDFund


რას ამბობენ?

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არაფორმალური განათლება განვითარებისა და მომავლის დაგეგმვისათვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც შევეცადეთ, შეგვეთავაზებინა თერჯოლელი ახალგაზრდებისათვის ტრენინგების სერია და ბანაკი, რათა გაგვეუმჯობესებინა მათი სოციალური უნარები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვდნენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.
ზაზა გოჩელაშვილი, პროექტის მენეჯერი

ბაკურიანში გატარებული 5 დღე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში. ამ 5 დღის განმავლობაში შევიმეცნე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე, გადავდგი დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯები, გავხდი მეტად თამამი და მოტივირებული, შევიძინე ძალზე მხიარული, საინტერესო და მრავალფეროვანი მეგობრები (ხელმძღვანელების ჩათვლით), ვისწავლე პროექტის წერა, გავიუმჯობესე ინგლისური და მრავალი სხვა.
ნოდიკო აბულაძე , ბანაკის მონაწილე

ეს დღეები ჩემთვის იყო დაუვიწყარი, შთამბეჭდავი და დიდი მასწავლებელი. ბანაკმა მე დამოუკიდებლობა უკეთ მაგრძნობინა და დამანახა მისი მხარეები. ეს 5 დღე იყო ჩემთვის მოტივაციის მომცემი, რომ ჩვენ, მოზარდებს შეგვიძლია გავიღრმაოთ ცოდნა ჩვენი ყოველდღიური სასწავლო გარემოს მოშორებით და ჩვენი შესაძლებლობები უფრო გაფართოვდეს.
ნათია საპანაძე , ბანაკის მონაწილე

ბანაკში გატარებული დღეები ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში, აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ჩემს პიროვნულ განვითარებაში, მომცა კომუნიკაციის და ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობა, საინტერესო ტრენინგები საინტერესო ადამიანებთან ერთად, რაც მთავარია მხოლოდ ბანაკით არ შემოიფარგლება ჩვენი ურთიერთობა, რისთვისაც დიდი მადლობა მსოფლიო ბანკს და პროექტის ორგანიზატორებს; მოხარული ვარ, რომ აქტიურად შეგვიძლია მე და ჩემს თანატოლებს გავაგრძელოთ თანამშრომლობა და მივიღოთ მონაწილეობა დაგეგმილ პროექტებში.
მარი ბრეგვაძე , ბანაკის მონაწილე