More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Lend a hand to a local. Rome


Lend a hand to a local. Rome
Nove Onlus-ის ეს პროექტი დახმარების ხელს უწვდის გაჭირვებაში მყოფ იტალიელებს, მათ შორის, ახლად გაღარიბებულებს: ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის შედეგად დაზარალებულ პიროვნებებს და ოჯახებს. „მდუმარე მსხვერპლები,“ რომლებიც არ ითხოვენ მოწყალებას, რომელთა ისტორიები არ ხვდება ახალ ამბებში, ვინც უბრალოდ ცდილობენ გადარჩნენ ღირსების დაკარგვის გარეშე.

პროექტი უწევს გადაუდებელ დახმარებასა და მიმდინარე მხარდაჭერას სოციალური ინტეგრაციისთვის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. მეთოდებისა და მიზნების იდენტიფიცირება მოხდა იმ ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, რომლებსაც ღრმად აქვთ ფესვები გამდგარი ადგილობრივ საზოგადოებაში. ეს პროექტი იყენებს ინოვაციურ ფორმულას, რომლის საშუალებითაც დონორს შეუძლია პირდაპირი კავშირი დაამყაროს ბენეფიციართან. პროექტი ხელს უწყობს სოლიდარობის გაძლიერებას, საზოგადოებრივი თანაგრძნობის ჩამოყალიბებას და ურთიერთობები სცდებიან ტრადიციულ მოდელებს. პროექტის ფარგლებში ნებისმიერს შეუძლია ანონიმურად გასცეს დახმარება.

პროექტის განხორციელება დაიწყო 2016 წლის მარტში. პირველ ეტაპზე, აქცენტი გაკეთდა მოწყვლად/სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებზე. დახმარება მოიცავდა გადასახადებისა და ბინის ქირის გადახდას, ჯანმრთელობისთვის სახიფათო საცხოვრებლების რემონტს და ტრენინგებისა და მგზავრობის შეთავაზებას სამსახურის პოვნის მიზნით. „დახმარების ხელი ადგილობრივი რომისთვის“ არის საპილოტე ფაზა ინიციატივისა, რომლის თანდათანობით გავრცელებასაც გეგმავს Nove Onlus-ი იტალიის სხვა ქალაქებსა და რეგიონებშიც.


Lend a hand to a local. Rome
პროექტის ბენეფიციარები:
მოქალაქეები, ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანები.

პროექტის განმახორციელებელი:
Rome Thirteenth Municipality; Caritas (San Romano Martire Church); SGB Humangest Holding; Community of Sant’Egidio; , Ronda della solidarieta Roma Onlus

ადგილი:
რომი

დამატებითი ინფორმაცია:
www.noveonlus.org/en/dai-una-mano-italia


რას ამბობენ?


„შესანიშნავია იმის ნახვა, თუ როგორ ცვლის შენი მუშაობა ადამიანთა ცხოვრებას. ერთხელ, როდესაც ვესაუბრებოდით ქალს, რომლის დახმარებასაც ვაპირებდით მისთვის გადასახადებისა და ბინის ქირის გადახდით, მან გაანალიზა, რომ ბოლოსდაბოლოს გამოჩნდა ვიღაც ვინც მასზე ზრუნავს.“