More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Lorca Libre


Suited in depth პროექტი: „Lorca Libre“ განხორციელდა ლორკაში, სადაც 17 თვის განმავლობაში ლორკას 6 ინსტიტუტი და სხვადასხვა სოციალური ფონის მქონე ახალგაზრდები ერთობლივად მუშაობდნენ „უხილავი“ რასიზმის საკითხებზე. ინსტიტუტებმა წაახალისეს ეს ახალგაზრდები სხვა, მათგან „განსხვავებული“ ახალგაზრდებისთვის საკუთარი წუხილებისა და ხედვების გასაზიარებლად. შეიქმნა საერთო სივრცე, სადაც მათ შეეძლოთ ერთობლივად სწავლა და სტერეოტიპებისა და ქალაქის გეტოების უკან მოტოვება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდნენ. გაიზარდა მათი მოტივაცია, ისწავლეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობა და განდევნეს ძალადობის ყოველგვარი ფორმა. ისინი ერთობლივად ანხორციელებდნენ აქტივობებს, იღებდნენ გადაწყვეტილებებს და გეგმავდნენ სამომავლო საქმიანობებს სხვა ახალგაზრდა ადამიანებისთვის.

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა - მოხდა ახალგაზრდებს შორის „უხილავი“ რასიზმის რეალური პრობლემების ანალიზი, იდენტიფიცირებულ იქნა ძალადობის ამ ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები. ამის შემდეგ, ახალგაზრდა ადამიანებმა მიიღეს ცოდნა „უხილავი“ რასიზმისა და სხვადასხვა მეთოდოლოგიების შესახებ, არა-ფორმალური განათლების პრინციპზე დაყრდნობით გამართული სამუშაო შეხვედრების გზით, 5 სკოლაში.


Suited in depth ზაფხულის თვეების განმავლობაში 150-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო 3 შეხვედრაში, სადაც გაეცნენ რასიზმთან და სხვა პრობლემატურ თემებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებს ახალგაზრდებს. საბოლოოდ, ლორკას ინსტიტუტების ბაზაზე შეიქმნა რასიზმისგან თავისუფალი სივრცეები.

პროექტის ინოვაციური ასპექტი მდგომარეობს „უხილავი“ რასიზმის საკითხებში ახალგაზრდების გადამზადებასა და ტრენერებად ჩამოყალიბებაში, რათა შემდგომში მათ თვითონ ჩაუტარონ ტრენინგები სოციალური გარიყულობის დიდი რისკის გარემოში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებს.

პროექტში ჩართულები იყვნენ ახალგაზრდები განსხვავებული სოციალური გარემოდან და ლორკას ინსტიტუტებიდან და ექსპერტები, რასიზმის პრევენციის საკითხებში.

Suited in depth
პროექტის ბენეფიციარები:
ახალგაზრდები განსხვავებული სოციალური გარემოდან და ლორკას ინსტიტუტებიდან (ეთნიკური უმცირესობები, იმიგრანტები, ესპანელები და ა.შ.)


პროექტის განმახორციელებელი:
Cazalla Intercultural

ადგილი:
მურსია (Murcia)

დამატებითი ინფორმაცია:
www.cazalla-intercultural.org



რას ამბობენ?

„ამ გამოცდილების, ერთობლივი, მრავალფეროვანი აქტივობებისა და ტრენინგების საშუალებით, სადაც ჩართულები იყვნენ ახალგაზრდები და მასწავლებლები, შესაძლებელი გახდა სტერეოტიპების აღმოფხვრაზე მუშაობა და განსხვავებულობის დადებითი კუთხით წარმოჩენა.“
ფრანცისკო სანჩესი (Francisco Sánchez), გენერალური დირექტორი, Juventud, Comunidad Autónoma de la región de Murcia


„...Comunidad Autónoma - დან, ჩვენ ვთანამშრომლობთ ასოციაციებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, რათა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს შორის პოზიტიური ღირებულებების დანერგვას და წავახალისოთ საზოგადოებრივ მონაწილეობაზე ორიენტირებული ინიციატივები, როგორიცაა „Lorca Libre“, რომელიც ახლახანს დასრულდა.“
ფრანცისკო სანჩესი (Francisco Sánchez), გენერალური დირექტორი, Juventud, Comunidad Autónoma de la región de Murcia