More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Low-treshold programme


ორგანიზაცია „ქუჩის ახალგაზრდები“ აწვდის სერვისებს სოციალურად დაუცველ არეალებსა და ზიანის შემცირების კლუბებში სოციალური მუშაობის გზით.

პროექტის საქმიანობები მოიცავს:
  • რეკრეაციული აქტივობები: სპორტი, თამაშები, სამუშაო შეხვედრები, ექსკურსიები, შეჯიბრები და ა.შ. აქტივობების მიზანია სამიზნე ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება, ასევე, მეტი შესაძლებლობის შექმნა ეფექტური მხარდაჭერისა და ხარისხიანი საკონტაქტო მუშაობისთვის;
  • სოციალური სერვისები: კონსულტაციები, რჩევები კრიზისული სიტუაციების მოსაგვარებლად, რჩევები კარიერულ საკითხებზე, სოციალური მხარდაჭერა და სხვა პროფესიონალებთან გადამისამართება;
  • დახმარება სახლის საქმეებში, პროფესიული განათლების უნარები;
  • სკოლამდელი განათლება, დედებთან და 6 წლამდე ბავშვებთან მუშაობა;
  • საბაზისო და სოციალური უნარების განვითარება;
  • სპეციალური პრევენციის პროგრამები.

  • პროექტის ფარგლებში ასოციაცია სხვადასხვა ადგილებზე ქმნის უსაფრთხო სივრცეს დასვენებისთვის და სთავაზობს ყოველდღიური პრობლემების დაძლევაში დახმარებასა და მხარდაჭერას. ასევე, სთავაზობს გასართობ აქტივობებს (სოციალური და ჯგუფური თამაშები, შემოქმედებითი საქმიანობები, სპორტული აქტივობები, წიგნები, ფილმები, მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი...), სოციალური მხარდაჭერა (კონსულტაციები, რჩევები კრიზისული სიტუაციების მოსაგვარებლად, რჩევები კარიერულ საკითხებზე, სხვა პროფესიონალებთან გადამისამართება), მენტორობა, სოციალური უნარების განვითარება და სპეციალური პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. პროექტის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათი იდეებისა და ცნებების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

    პროექტის ბენეფიციარები:
    ბრატისლავას სოციალურად დაუცველი არეალების ბავშვები და ახალგაზრდები, ოჯახები და საზოგადოება

    პროექტის განმახორციელებელი:
    Mládež ulice (ქუჩის ახალგაზრდები) არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც 12 წელზე მეტია მუშაობს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მათ ბუნებრივ გარემოში, ძირითადად დედაქალაქის სოციალურად დაუცველ ნაწილებში.

    ადგილი:
    ბრატისლავა

    დამატებითი ინფორმაცია:
    http://www.mladezulice.sk

    რას ამბობენ?


    „ჩვენ ვხედავთ უნიკალურობას, მხარს ვუჭერთ ცვლილებებს, ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ხელს ვუწყობთ გაძლიერებას - ეს არის ჩვენი მუშაობის ქვაკუთხედი, რომელსაც ყოველდღიურად ვეყრდნობით.“