More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

მენტორობის ძალა


English Access Microscholarship Programme MENTORPOWER არის სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩართულობის მხარდაჭერის გზით ახალგაზრდა მიგრანტების შრომით ბაზარზე ინტეგრაციის წახალისებას მათი გაძლიერებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. პროექტი აერთიანებს 6 ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდულ საკითხებზე და 2 წლის განმავლობაში, 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდა მიგრანტებისთვის ავითარებენ და ნერგავენ ჩართულობის ინოვაციურ და მდგრად მოდელებს.

პროექტის აქტივობები ეფუძნება შემდეგი სამის ამოცანის მიღწევას:
1. „საუკეთესო გამოცდილების ანგარიშის“ მომზადება, რომელიც მოიცავს ახალგაზრდა მიგრანტებზე ორიენტირებული ჩართულობის მოდელების შემუშავების საფუძვლებს (ინგლისურ ენაზე, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით);
2. საზოგადოებაში ახალგაზრდა მიგრანტების ჩართულობის გზამკვლევის მომზადება (6 სხვადასხვა ენაზე, ელექტრონული და ნაბეჭდი სახით);
3. პოლიტიკის რეკომენდაციების ბუკლეტის მომზადება ადვოკატირების მიზნებისთვის გამოსაყენებლად (ხუთი სხვადასხვა ტიპის ბუკლეტი თითოეული პარტნიორისა და ინგლისურ ენაზე).


პროექტის შედეგები:
    • გაძლიერდება ახალგაზრდა მიგრანტების საბაზისო უნარები, მათ შორის: კრიტიკული აზროვნება, პრობლემების მოგვარება, ლიდერობა და ერთობლივი სწავლა; ისინი მიიღებენ კარიერულ სახელმძღვანელოს და რჩევებს მათი ინტერესის სფეროს შესაბამისად; შეძლებენ კავშირების დამყარებას მათთვის საინტერესო სექტორში; მენტორებთან კავშირის, კომუნიკაციისა და სხვა ონლაინ ხელსაწყოების გამოყენებით გაიუმჯობესებენ უნარებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში;
  • ახალგაზრდა მიგრანტებთან მუშაობით, პროექტის მონაწილე უფროსები გაიუმჯობესებენ ისეთ უნარებს, როგორებიცაა: სწავლებისა და რჩევების მიცემის უნარები, სხვადასხვა მოდელების შემუშავების უნარები, პრობლემების გადაჭრის უნარები, აქტიური და ეფექტური მოსმენისა და კონფლიქტების მოგვარების უნარები. ასევე, გაიძლიერებენ სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნებას და უფრო მეტად იგრძნობენ თავს ვალდებულად მოხალისეობრივი საქმიანობისადმი;
  • გაძლიერდება პროექტის მონაწილე ორგანიზაციების კომპეტენციები ახალგაზრდა მიგრანტების საზოგადოებაში ჩართულობის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელებაში. ასევე, ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: პროექტის განხორციელება, საერთაშორისო თანამშრომლობა, სტრატეგიული განვითარება და ინტერნაციონალიზაცია;
  • ახალგაზრდა მუშაკები შეიძენენ საჭირო უნარებს და გაეცნობიან პროექტში წარმოდგენილი ჩართულობის მხარდამჭერი მოდელების განხორციელებისთვის საჭირო მექანიზმებს;
  • საჯარო სამსახურები უკეთ გაეცნობიან ახალგაზრდა მიგრანტების შრომით ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჭიროებებს; მათ მიეცემათ შესაძლებლობა წვლილი შეიტანონ ჩართულობის მხარდამჭერი მოდელის განვითარებაში, რაც იქნება საჯარო სამსახურების მხრიდან მოდელის ადვილად დანერგვის გარანტია, თუ ისინი მომავალში თავად გადაწყვეტენ მის განხორციელებას.


  • English Access Microscholarship Programme - Exhibition and meeting with the photographer Sandra Calligaro პროექტის ბენეფიციარები:
    ახალგაზრდა მიგრანტები, 16-დან 25 წლამდე

    პროექტის განმახორციელებელი:
    Pistes Solidaires Méditerranée - განათლების გამავრცელებელი ორგანიზაცია მარსელში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ნორვეგია, ესპანეთი, შვეიცარია და თურქეთი.
    ადგილი:
    მარსელი, საფრანგეთი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.mentorpower.eu