More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ალპინისტები ბარიერებს გარეშე


Mountaineers without Barriers სპორტისა და სოციალურ სფეროში, პროექტი, „ალპინისტები ბარიერებს გარეშე“ დაიწყო შვიდი წლის წინ და მთებსა და ბუნებრივ გარემოში თავისი აქტივობებით ხელს უწყობს განსხვავებული ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ათლეტების სოციალურ ჩართულობას. აქტივობები მოიცავს სპეციფიკურ და რეგულარულ ტრენინგებს ამ სფეროსთან დაკავშირებული მოხალისე გიდებისთვის და ათლეტებისთვის. ასევე, აქტივობების ყოველწლიურ პროგრამას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და არმქონე ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის. პროექტის განვითარების მიზნით აქტივობების ყოველწლიური პროგრამა იყოფა ორ ჯგუფად, რაც დამოკიდებულია ბავშვების შესაძლებლობებზე. პირველი არის „სოციალური ქმედებების ჯგუფი“, ხოლო მეორე - „მაღალი მთების ჯგუფი.“ ეს აქტივობები მოიცავს 100-ზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს, გარდა სპორტსმენებისა, რომლებიც უფრო და უფრო აქტიურად უერთდებიან მთის გუნდს. „მთები და აქტივობები ყველასთვის“ - სოციალური სამოქმედო ჯგუფი - შედგება ყველა ასაკისა და შესაძლებლობების მქონე ათლეტებისგან და ჩვენი მოხალისე გიდებისგან. ამ ჯგუფის მრავალდარგოვანი აქტივობები ხასიათდება მაღალი ხელმისაწვდომობით ნებისმიერი მონაწილისთვის და მოიცავს ვიზიტებს სხვადასხვა დაწესებულებებში, ცოცვას, კემპინგს, ლაშქრობებს, თამაშებსა და სხვა.


Mountaineers without Barriers ეს აქტივობები ყოველთვის მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან. მაგალითად, ყოველწლიური გეგმის ნაწილია ტრენინგ კურსი ათლეტების ტექნიკურ წვრთნაში და „შემეცნებით შესრულებასა და პროტოკოლში“. „მაღალი მთის“ გუნდი, ასევე, ფორმირებულია ჩვენი მოხალისე გიდებისგან და განსხვავებული ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე მცოცავი ათლეტებისგან. პროექტი მოიცავს წვრთნისა და ფიზიკური მომზადების სრულყოფილ პროგრამას, რაც ალპინისტურ აქტივობებს ცნობადს ქმნის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.








Mountaineers without Barriers პროექტის ბენეფიციარები:
შესაძლებლობების

პროექტის განმახორციელებელი:
ალპინისტთა სპორტული კლუბი ბარიერებს გარეშე

ადგილი:
გუადარამა (Guadarrama), მადრიდი

დამატებითი ინფორმაცია:
www.montanerossinbarreras.es


რას ამბობენ?

„პროექტი „ალპინისტები ბარიერებს გარეშე“ მხარდაჭერილია 8 წლის წინ. ეს არის ინტეგრაციული პროექტი, რომლითაც ვცდილობთ მთისა და ბუნების სამყარო მივიტანოთ ყველა შშმ პირთან, მიუხედავად გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვისა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბავშვებზე. ვცდილობთ მივაღწიოთ მეტ ინტეგრაციას მათთან ერთად აქტივობების გამართვით. მე ასევე შევქმენი „მაღალი მთის გუნდი“ და წელიწად ნახევრის წინ უკვე მოვახერხეთ დასახული ამოცანის შესრულება, რაც სხვა არაფერია თუ არა ჩართულობა. 15-მა შშმ პირმა შეძლო შემდეგი მთების/მწვერვალების დალაშქვრა: McKinley, Aconcagua, Cho Oyu, Elbrus, Naranjo de Bulnes, Aguille du Midi და სხვა. მაგალითად, მალე ვაპირებ ახალი სამთო აქტივობების დაწყებას, როგორც დამოუკიდებელი ალპინისტი.
მიგელ ანჯელ გავილანი (Miguel Ángel Gavilán)