More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ახალი მოხალისეები


New Volunteers „ახალი მოხალისეები“ არის Down Lleida-ს ასოციაციის 2007 წელს განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანია დაუნის სინდრომისა და გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანებს შორის მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება. ეს პროექტი ცვლის შშმ პირებთან მიმართებაში მოხალისეობრივი საქმიანობის ტრადიციულ ხედვას. ის საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც თავად გააჩნიათ დაუნის სინდრომი და გონებრივი შეზღუდვები, ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში თემისთვის სარგებლის მოტანის მიზნით, გახდნენ ახალგაზრდა სოციალური მეწარმეები და დაეხმარონ სოციალურ და კულტურულ დაწესებულებებს.


New Volunteers პროექტის ეტაპები:
    • პროექტში ჩართვის სურვილი: Down Lleida - ის ახალგაზრდებმა გამოხატეს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ინტერესი
  • ტრენინგი: Down Lleida იყენებს ინტელექტუალურ სტიმულებს მოხალისეობის საკითხებთან მიმართებაში. ახალგაზრდების ნაწილმა გაიარა მოხალისეობის სპეციალური კურსები კატალონიის სოციალური მოხალისეობის ფედერაციაში
  • პროგრამა: ორგანიზაციებთან დაკავშირება მოხალისეთათვის ადგილების მოსაძიებლად და ამ შესაძლებლობის ახალგაზრდა ადამიანებისთვის შეთავაზება მათი ინტერესებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
  • განხორციელება: Down Lleida - ს ახალგაზრდები და მოხალისეები ახორციელებენ აქტივობებს ერთობლივად, როგორც თანასწორები
  • შეფასება: პროექტის დასასრულს მისი მონაწილეები გადიან შეფასების პროცედურას



  • პროექტის ინოვაციური ხასიათი აძლევს დაუნის სინდრომისა და გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანებს მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას, რათა გაძლიერდეს სოციალური ჩართულობა.

    2007 წელს Down Lleida-ამ განახორციელე ფართომასშტაბიანი პროექტი, რომლის პირდაპირი ბენეფიციარები იყვნენ არა მხოლოდ ასოციაციის ახალგაზრდები, არამედ დანის სინდრომისა და გონებრივი შეზღუდვების მქონე გოგოები და ბიჭები, რომლებიც ჩაერთვნენ ქალაქის სხვა დაწესებულებების, ასოციაციების და ა.შ. მოხალისეობრივ ქმედებებსა და აქტივობებში. დადებითი შედეგების მიღწევის შედეგად ეს ინიციატივა გაგრძელდა და სოციალური დასაქმების პროექტში ჩაერთო ამ ჯგუფის წარმომადგენელთა ნაწილიც.
    New Volunteers

    პროექტის ბენეფიციარები:
    დაუნის სინდრომისა და გონებრივი შეზღუდვების მქონე ახალგაზრდები, ვისაც აქვთ მოხალისეობის სურვილი.


    პროექტის განმახორციელებელი:
    Down Lleida - ს ასოციაცია

    ადგილი:
    Lleida


    დამატებითი ინფორმაცია:
    www.downlleida.org/es/inicio/que-hacemos/ocio-y-voluntariado/nuevos-voluntarios



    რას ამბობენ?

    „პირველ დღეს ისეთი რამ ვიგრძენი, რაც მანამდე არასდროს მიგრძვნია და გადავწყვიტე გამემეორებინა. ჩემთვის მოხალისეობა არის მათთან ერთად გართობის, მომენტების გაზიარების საშუალება და იმის დანახვის შესაძლებლობა, რომ ერთად ვართ ისე, როგორც მეგობრების ნებისმიერი სხვა ჯგუფი.“
    ირის ლინონეს (Iris Limones) , მოხალისე


    „თანასწორობა, როგორც სტერეოტიპების რღვევის შესაძლებლობა თითოეული წუთით სიამოვნების მისაღებად. ეს არის მცირე ფრაგმენტი იმ მრავალი გრძნობისგან და შეგრძნებისგან, რომელსაც სწავლისას განიცდი. არ არის ადვილი უბრალო სიტყვებით გამოხატო რა ქმნის მოხალისეობას ასე გამორჩეულსა და მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფიზიკური შეზღუდვა და მივიღე ცოდნა „ნორმალურ“ გარემოში. ახლა როდესაც პირველად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, ვხედავ რომ ეს მართლაც სიმართლეა.“
    ერიკ სოლანეს (Eric Solanes), მოხალისე