More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Nos, Why Not?


Suited in depth გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანებთან დაკავშირებული ორი მთავარი პრობლემაა ინდივიდუალური გაძლიერება და მათი ცნობადობა საზოგადოებაში. ფოტოგრაფია არის შესანიშნავი საშუალება ამ პრობლემებთან საბრძოლველად, რადგან ისინი თავად ხდებიან ავტორები და გმირები და საზოგადოებას ეძლევა საშუალება დაინახოს შედეგები მათ ფოტოებსა და მათი მუშაობის პროცესში. თუ ამას დავუმატებთ თანამშრომლობისა და ურთიერთგაცვლის პრინციპით მომუშავე სოციალური კავშირების გამოყენებას, ჩვენ მივიღებთ დამატებით ღირებულებას. ამ ყოველივეს შედეგად იზრდება მათი თვითშეფასება და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი. ის ცვლილებები, რომლებსაც ეს ადამიანები ფოტოგრაფიის წყალობით განიცდიან, არის ძალიან სასარგებლო. სხვა სარგებელი, რომელსაც ჩვენი ფოტოგრაფები იღებენ: შემოქმედებითი აქტივობების რეალიზაცია, მსოფლიო კულტურის გაცნობა, მეწარმეობის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება.

Nos, Why Not? – მა წარმოაჩინა, რომ გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანები შეიძლება გახდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები, რომლებიც სწავლას არიან მოწადინებულნი და მათ გადამზადებას მოაქვს ზემოთ ხსენებული შესანიშნავი შედეგები. ჩვენი ხედვაა შევქმნათ გონებრივი შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფების საერთაშორისო ქსელი, რომლის ფარგლებშიც ვითანამშრომლებთ, შევქმნით ახალ ფოტოგრაფიულ ნამუშევრებს და მივაღწევთ საზოგადოებასა და შრომით ბაზარზე ჩართულობას. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვთანამშრომლობთ ქსელის პლათფორმაზე, რომელიც არის საზოგადოებისა და შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფების შეხვედრის ადგილი სადაც იბადება შთაგონება თანამშრომლობითი კავშირების დასამყარებლად და საზოგადოების ნამდვილი ღირებულებების შესაქმნელად.


პროექტში ჩართულია 100-ზე მეტი, მათ შორის სამი ბრმა ადამიანი. ისინი განაწილებულნი არიან ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი პროექტის წარსადგენად და გონებრივი შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფთა ჯგუფის შესაქმნელად ვიმყოფებოდით ნორდ-ოდალში (Nord-Odal), ნორვეგია. ასევე, მნიშვნელოვანი კავშირები გვაქვს სხვა ქვეყნებთან, სადაც დავიწყეთ ჩვენი აქტივობების საერთაშორისო დონეზე გაფართოება.

Suited in depth ჩვენი აქტივობები მოიცავს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრების შექმნას, ერთობლივ პორტრეტებს, საკუთარი ნამუშევრების შექმნას, ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ტრენინგებისა და სწავლების ჩატარებას ბავშვთა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, წარმოდგენების მოწყობასა და გამოფენების გამართვას, მაგ.: FNAC - სთან თანამშრომლობით გაიმართა გამოფენა მთელი ესპანეთის მასშტაბით და ა.შ. ამ პროექტის განხორციელებისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ 12 მოხალისესთან, ძირითადად პროფესიონალ ფოტოგრაფებთან. პროექტმა შექმნა გონებრივი შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფების პირველი სააგენტო მსოფლიოში. “Nos, Why Not?” - ის წყალობით ჩვენ შევისწავლეთ ბრამ ფოტოგრაფების მეთოდი და შევიმუშავეთ ფერების „შეგრძნების“ მეთოდი.


როზა დაიბადა ბრმა და არასდროს უნახავს ფერები. ეს მეთოდი დაკავშირებული შეგრძნებებთან, რომლებსაც განვიცდით ფერების დანახვისას და შეგრძნებებთან, რომლებსაც განვიცდით მუსიკის მოსმენის დროს. ფერებისა და მუსიკის შესახებ არსებობს ბარკლეის უნივერსიტეტის პროფესორის, სტეფან პალმერის კვლევა, რომელიც ძირითად ფერებს აკავშირებს სიმღერასთან, მაგ.: თეთრი არის ჯონ ლენონის “Imagine,” ხოლო წითელი არის “AC/DC” - ის მუსიკა. ამგვარად, როზამ დაიწყო მსოფლიოს „აღმოჩენა.“ ახლა, ის ირჩევს ყოველდღიურ სამოსს “Imagine” - დან, ხოლო წვეულებისთვის ირჩევს “AC/DC” - ის. ფოტოგრაფიის წყალობით, მან ასევე დაიწყო ფიქრი პეიზაჟების ჩრდილებზე, ახლა მან იცის, რომ წყლის გუბურები ირეკლავენ ცას.

2011 წლიდან, პროექტმა მოახერხა საქმიანობების ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში გავრცელება. ის თანამშრომლობს გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანების ასოციაციებთან ლა-კორუნიაში, გალისიის რამდენიმე ქალაქში, მადრიდში, საბადელიში, ტერასასა და ბარსელონაში. ამჟამად, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი საქმიანობის საერთაშორისო დონეზე გავრცელება და ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ქვეყნებთან.


Suited in depth “Nos, Why Not?” - ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფებთან თანამშრომლობა განუსაზღვრელი ვადით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიშნავს უწყვეტ/განგრძობად ტრენინგს.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია, „Aral Center Sabadell“ პასუხიმგებელია გონებრივი შეზღუდვების მქონე ბავშვებთან და ახალგაზრდებთან კონსულტაციებზე, ფსიქოლოგიურ დახმარებასა და ჩარევაზე, განათლებასა და ფსიქიატრიულ თერაპიაზე. ორგანიზაცია ხაზს უსვამს ახალგაზრდული მუშაობის მნიშვნელობას: „შესანიშნავია ახალგაზრდებზე ორიენტირებული ფოტოგრაფია, რადგან ისინი იძენენ მშვენიერ ჰობს, ეზიარებიან ხელოვნებას და იღებენ ბევრ სხვა სარგებელს ფოტოგრაფიისგან, მაგ.: იყენებენ ანალიზის მეთოდს სიტუაციების მოსაგვარებლად, მუშაობენ სოციალურ ურთიერთობებზე, იფართოებენ სოციალურ წრეს... ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი სარგებლები შრომის ბაზარზე ჩართვისთვის.“

პროექტის ბენეფიციარები:
გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანები, მათ შორის მხედველობის პრობლემის მქონეები.


პროექტის განმახორციელებელი:
ფოტო-ჟურნალისტ, ფელიპე ალონსოს (Felipe Alonso) მიერ შექმნილი, გონებრივი შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფთა სააგენტო: “Nos, Why Not?”

ადგილი:
ლა-კორუნია

დამატებითი ინფორმაცია:
www.noswhynot.org
Facebook/NwnPhoto
Twitter: @noswhynot
Instagram/NwnPhoto
YouTube/NwnPhoto



რას ამბობენ?

„რატომ დავაარსე “Nos, Why Not?”?! ამის პასუხის შეგვიძლია ვიპოვოთ 1776 წლის „ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ტექსტში, სადაც წერია, „რომ ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, რომელთა შორისაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა.“

რატომ არ უნდა დავდოთ ფსონი მეტ კრეატიულობაზე?! 2 წლის წინ, როდესაც პროექტი ჯერ არ იყო დაწყებული, არც ერთ მათგანს ვერ წარმოედგინა რომ შეძლებდნენ ფოტო რეპორტაჟის გაკეთებას და მათ შეძლეს. მათზე ფსონის დადება ნიშნავს გაცილებით მეტს ვიდრე უბრალო ერთ თვიანი მუშაობა და ფოტო-კოპიების გაკეთება. გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანები შეუძლიათ ჩვენი გაოცება, ჩვენს ხელს ვუწყობთ კრეატიულობის წახალისებას.“

ფელიპე ალონსო (Felipe Alonso) , გონებრივი შეზღუდვების მქონე ფოტოგრაფთა სააგენტო, “Nos, Why Not?” - ის დამაარსებელი