More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Nota Bene


Nota bene გამოთვლების მიხედვით სლოვაკეთში დაახლოებით 10 000 – 15 000 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს. 2001 წლიდან ასოციაცია „Proti prúdu“ ეხმარება უსახლკარო ადამიანებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში და ამაღლებს ცნობიერებას უსახლკაროთა საკითხებზე.
ასოციაცია გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალს Nota Bene, რომელიც იყიდება სლოვაკეთის 18 ქალაქში 350 მოვაჭრის მიერ. ჟურნალების გაყიდვა აძლევთ მათ შესაძლებლობას მიიღონ შემოსავალი, გაიძლიერონ თვითშეფასება, დაამყარონ სოციალური კონტაქტები და გაიუმჯობესონ მუშაობის უნარები.

ჟურნალი ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას უსახლკარო ადამიანების საკითხებზე და ორიენტირებული სოციალურ და საზოგადოებრივ გამოწვევებზე. ორგანიზაცია პირდაპირ რთავს უსახლკარო ადამიანებს ჟურნალის შექმნის პროცესში.
2016 წლიდან, ჟურნალების გამყიდველების მიერ დაწერილი წიგნები არის შეთავაზებაში, როგორც დამატებითი პროდუქტი, რომელიც მოიცავს უსახლკაროების თემატიკაზე შექმნილ ზღაპრებს, ფოტო-წიგნებსა და ისტორიებს, რაც ხელს უწყობს უსახლკარო ადამიანებთან დაკავშირებული „კლიშეების“ ცვლილებებს.
Nota bene უსახლკარო ადამიანების მხარდაჭერა ასევე მოიცავს: კონსულტაციებს, მათ წვდომას ტელეფონზე, კომპიუტერსა და ინტერნეტზე, დახმარებას მედიკამენტების საფასურის დასაფარად და ადვოკატების პრო-ბონო მხარდაჭერას.

ასოციაციის ახალი პროექტი - „მებარგულები“ იძლევა უსახლკაროებისთვის 10 სამუშაო ადგილის შეთავაზების შესაძლებლობას. პროექტი ხორციელდება ბრატისლავას ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე. მებარგულები შერჩეულები არიან ჟურნალის გამყიდველებისგან. ისინი ატარებენ ადვილად საცნობარ უნიფორმებს. მებარგულის სამსახური ორი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი. ის ეხმარება მძიმე ბარგის მქონე მგზავრებს დაბრკოლებების გადალახვაში (გრძელი კიბეები ლიფტის გარეშე და ესკალატორები) და ჟურნალის გამყიდველებს აძლევს პიროვნული გაუმჯობესების საშუალებას და შანსს გადაიხადონ სესხები და დაეხმარონ სხვებს.

პროექტის ბენეფიციარები:
უსახლკარო ადამიანები, ფართო საზოგადოება

პროექტის განმახორციელებელი:
Proti prúdu (Against the Flow)

ადგილი:
ბრატისლავა და სლოვაკეთის სხვა 17 ქალაქი

დამატებითი ინფორმაცია:
www.notabene.sk