More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ერთი ნაბიჯით წინ


KROK VPRED (ერთი ნაბიჯით წინ) პროგრამის მიზანია შეამციროს ინტრავენური ნარკო-მოხმარებისა და სექს-მუშაკების საქმიანობისგან მომდინარე რისკები. საკონტაქტო პირები მუშაობენ ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებთან და სექს-ბიზნესში დასაქმებულებთან. პროგრამის ამოცანებია:
  • სოციალური მუშაობის გზით ინტრავენური ნარკო-მოხმარებისგან მომავალი ჯანმრთელობისა და სოციალური საფრთხეების შემცირება;
  • მომხმარებლებს შორის სისხლის გზით გადამდები დაავადებების საფრთხის აღმოფხვრის მიზნით ზიარი შპრიცების ან შპრიცების ხელახლა გამოყენების შემთხვევების შემცირება სტერილური ნემსებისა და სხვა ჰიგიენური მოხმარების ნივთების დარიგებით;
  • სოციალური დახმარებისა და კონსულტაციების გზით სამიზნე ჯგუფის წარმომადგენელთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება;
  • სექსუალური გზით გადამდები დაავადებების შემცირების მიზნით, ნარკო-მომხმარებლებსა და სექს-მუშაკებს შორის დაუცველი სექსუალური კავშირის შემთხვევების მინიმიზაცია;
  • ახალი საკონტაქტო პირების გადამზადება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საველე მუშაობის უწყვეტობა;
  • ტრენინგების, თვითსწავლისა და მეთვალყურეობის გზით საკონტაქტო პირების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლება.

  • პროექტის ნაწილია ჟურნალი STORMík, რომლის საშუალებითაც ვრცელდება ინფორმაცია მომსახურების მიღების ადგილებსა და დროზე. ასევე, იბეჭდება სტატიების ჯანმრთელობის, ნარკომანიისა და კანონმდებლობის თაობაზე. სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ საკუთარი ისტორიებით, ლიტერატურული ნაწარმოებებითა და ნახატებით. ამასთანავე, ისინი მონაწილეობენ ჟურნალის მომდევნო გამოცემების თემების შერჩევაში.

    პროექტის ბენეფიციარები:
    ნარკო-მომხმარებლები, სექს-ბიზნესში დასაქმებულები, ფართო საზოგადოება

    პროექტის განმახორციელებელი:
    STORM

    ადგილი:
    Nitra, Sereď, Trnava

    დამატებითი ინფორმაცია:
    http://www.zdruzeniestorm.sk

    რას ამბობენ?


    „ჩვენი საქმიანობა დაფუძნებულია ზიანის შემცირების ფილოსოფიაზე და მისი მიზანი არ არის დაარწმუნოს სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები თავის სრულ შეკავებაში, არამედ ასწავლოს მათ მოიქცნენ პასუხისმგებლურად საკუთარი თავის, საყვარელი ადამიანებისა და გარემოს მიმართ. ეს არის ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ინფექციური შპრიცების გამოყენების შემცირება. გამოყენებული შპრიცების შეგროვება არის სისხლის გზით გადამდები დაავადებების - როგორებიცაა ბ, ც, ჰეპატიტი და შიდსი (აივ ინფექცია) - თავიდან აცილების გზა.“