More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

პალაზოლოს სოციალური კლუბი


PALAZZOLO SOCIAL CLUB
პალაზოლოს სოციალური კლუბი არის სოციალური მეწარმეობის პროექტი, რომელიც დაფინანსებულია იტალიის ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ და მიზნად ისახავს Palazzolo Acreide-ის ისტორიული ნაწილის გაძლიერებას სოციალური სწრაფი პიცერიისა და მცენარეთა ბაღის მოწყობის გზით. ეს პროექტი არის ინიციატივა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალურ მეწარმეობას და ადგილობრივ ფერმერებსა და ჩვენს პარტნიორ კოოპერატივში (Cooperativa Sociale l’Arcolaio - www.arcolaio.org) დასაქმებული მსჯავრდებულების მიერ ორგანული პროდუქტების წარმოებას.

პალაზოლოს სოციალური კლუბი მომხმარებელს სთავაზობს ადგილობრივი ფერმერებისა და სხვა სოციალური კოოპერატივების მიერ წარმოებულ, მაღალი ხარისხის საკვებს. ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ადგილობრივ, ორგანულ და სეზონურ პროდუქტებს. ასევე, საკვებსა და სასმელს, რომელიც იწარმოება საპყრობილეებსა და სოციალურ კოოპერატივებში. ამასთანავე, ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ სოციალურ აქტივობებსა და ტრენინგ კურსებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებსა და ოჯახებს შორის მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება და შემოქმედებითობისა და მეწარმეობის უნარების გაძლიერება. გამომდინარე იქიდან, რომ ვზრუნავთ მთლიან უბანზე, სადაც სწრაფი პიცერია მდებარეობს, ჩვენ დავიწყეთ მცენარეული პროდუქტების წარმოება, რათა წავახალისოთ ავთენტური და ჯანსაღი მცენარეული პროდუქციის მოხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

2nd chance Made in Carcere




პროექტის ბენეფიციარები:
ქალები, შშმ და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები და მწარმოებლები.

პროექტის განმახორციელებელი:
Dipartimento Gioventu della Presidenza del Consiglio dei Ministri

ადგილი:
Palazzolo Acreide


დამატებითი ინფორმაცია:
www.facebook.com/chioscovillacomunale/?fref=ts


რას ამბობენ?


„სასიამოვნოა იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც აქვთ დაბრკოლებები და რომლებიც ხვდებიან და ლახავენ მათ.“