More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

პროექტის პარტნიორები


Centrum pre interkultúrny dialóg

ცენტრი კულტურათაშორისი დიალოგისთვის, სლოვაკეთი

ცენტრი კულტურათაშორისი დიალოგისთვის (CID) არის ბრატისლავაში (სლოვაკეთი) დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებას, ურთიერთგაგებას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და მობილობას. ორგანიზაციის აქტივობები და პროექტები ასახავს საზოგადოებაში მიმდინარე განვითარების პროცესებს და იღწვის სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ადამიანები, უმუშევრები, მიგრანტები და ა.შ.) მხარდაჭერისთვის. CID მხარს უჭერს ახალგაზრდების პერსონალურ და პროფესიულ განვითარებას, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო დონეზე გამოცდილების მიღებას (ტრენინგები, სემინარები, ევროპის მოხალისეობრივი სერვისი, ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები, ტრენინგ-აქტივობები და სამუშაო ადგილები).

CID-ს აქვს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის ვრცელი გამოცდილება (Erasmus+ პროგრამა, ევროპის სოციალური ფონდი, უწყვეტი განათლების პროგრამა, ახალგაზრდები მოქმედებაში, ინტეგრაციის ევროპული ფონდი. 2015 წლიდან CID-მა თავისი საქმიანობა უფრო ინტენსიური გახადა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ძირითადად საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) სხვადასხვა პროექტების წყალობით, რომლებიც მიმართულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ, უკეთესი ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებისკენ.

ორგანიზაცია, 2015 წლიდან ჩართულია Mobipro-ს პროგრამაში, რომელიც სლოვაკ ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გაიარონ პროფესიული სწავლების 3 წლიანი კურსი გერმანიაში.
ეწვიეთ ვებ-გვერდს

Giosef Italy (იტალია)

ასოციაცია Giosef Italy დაარსდა 1998 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს აქტიურ ევროპულ მოქალაქეობას და ახალგაზრდების პოზიტიურ მობილობას საერთაშორისო დონეზე. ასოციაციის მთავარი მიზანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, რათა გააძლიეროს ახალი თაობის საჭიროებებთან თავის გართმევისთვის საჭირო უნარები ახალგაზრდებში.

ამასთანავე, Giosef Italy მხარს უჭერს დემოკრატიაზე, მშვიდობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებულ ევროპულ იდეებს, სოციალური ინკლუზიის სხვადასხვა საკითხებს და იბრძვის დასაქმებისას ახალგაზრდების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. უფრო მეტიც, Giosef ხელს უწყობს არა-ფორმალურ განათლებასა და პროფესიულ სწავლებას, კულტურათაშორისი პერსპექტივის გათვალისწინებით.

Giosef Italy-ას მოპოვებული აქვს ეროვნული და ევროპული ასოციაციის სტატუსი. მას დამატებით 10 ოფისი აქვს, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ იტალიაში და დამყარებული აქვს რამდენიმე პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირის 28 ქვეყენაში.

Giosef Italy-ას აქვს ახალგაზრდებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის სტრუქტურული დიალოგის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

Giosef Italy - ხელს უწყობს ეროვნებათაშორის მოხალისეობას „ევროპის მოხალისეობრივი სერვისისა“ და „Erasmus + -ის“ პროექტების ფარგლებში.

ეწვიეთ ვებ-გვერდს

CEPS Projectes Socials Barcelona (ბარსელონა, ესპანეთი)

CEPS PROJECTES SOCIALS-ის მისიაა მოქალაქეების სოციალური და კულტურული შესაძლებლობების გაზრდა, ადამიანების გაძლიერების, სოციალური ერთობის, სოციალური ჩართულობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.

ამ მიზნის მისაღწევად CEPS PROJECTES SOCIALS-ს განსაზღვრული აქვს საკუთარი საქმიანობის სფერო (ტრენინგები, განათლება, თემი, საერთაშორისო პროექტები) იმგვარად, რომ სრულად იყოს უზრუნველყოფილი ბალანსი ეფექტურობასა და ნოვატორულობას შორის. ორგანიზაცია პრაქტიკაში ნერგავს ტექნოლოგიების გამოყენების სტრატეგიულ და სოციალურ ხედვებს, ცდის მონაწილეობის ახალ გზებს და ავითარებს სტრატეგიულ პარტნიორობას (ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე). ორგანიზაცია თემისთვის გადაწყვეტილებების შთაგონებას ახდენს შეფასებისა და კრეაქტიულობის ერთობლიობით. CEPS PROJECTES SOCIALS პასუხისმგებელია ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და უფროსებზე ორიენტირებული სოციალურ-საგანმანათლებლო საქმიანობების მართვასა და განხორციელებაზე, ასევე, პროფესიონალების კომპეტენციების გაზრდაზე, ინოვაციურ კვლევებზე, ახალი პროექტებისა და პრაქტიკების განვითარებაზე. CEPS დაარსდა 1994 წელს და დასაქმებული ყავს დაახლოებით 230 ადამიანი, ძირითადად ბარსელონას არეალში .
ეწვიეთ ვებ-გვერდს

EUROCIRCLE, საფრანგეთი

პროექტის მენეჯერების ევროპული ჯგუფის, EUROCIRCLE-ის ქსელი შეიქმნა 1993 წელს ბერლინში და აქტიურადაა ჩართული განათლებისა და დასაქმების სოციალურ სექტორში. 1995 წელს ქსელი გახდა არა-კომერციული ორგანიზაცია და დაფუძნდა მარსელში, ფრანგული კანონმდებლობის შესაბამისად. Eurocircle არის ევროპული არა-სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ავითარებს, ახორციელებს და ხელს უწყობს ეროვნებათაშორის პროექტებს, ახალგაზრდების საერთაშორისო მობილობისა და არა-ფორმალური განათლების სფეროში. ორგანიზაციის მიზანია უზრუნველყოს Provence-Alpes-Côte d’Azur (PACA) რეგიონის ახალგაზრდების წვდომა ევროპულ მობილობასა და არა-ფორმალურ განათებაზე, მათი სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის გაძლიერებისთვის. ასევე, EUROCIRCLE ცდილობს მხარი დაუჭიროს პროექტის მენეჯერებს პროექტების განხორციელებაში, წაახალისოს ევროპული პარტნიორობა და განახორციელოს ეროვნებათაშორისი პროექტები.

Eurocircle-ის ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფია ახალგაზრდები ნაკლები შესაძლებლობებით, როგორებიც არიან უმუშევრები, სოფლად მაცხოვრებლები, იმიგრანტები, სკოლიდან ნაადრევად გამოსულები და ა.შ. Eurocircle დაყოფილია შემდეგ დეპარტამენტებად: ევროპის მოხალისეობრივი სერვისი EVS (არის როგორც გამგზავნი, ასევე მასპინძელი ორგანიზაცია), ახალგაზრდების გაცვლითი პროექტები, პროფესიონალური სტაჟირება და კულტურული პროექტები. ამასთანავე, Eurocircle აერთიანებს სხვადასხვა ტრენერებს და რეგულარულად ქმნის ტრენინგ-კურსებს ახალგაზრდებისთვის სოციალური მუშაკებისთვის.
Eurocircle არის სხვადასხვა პროექტების აპლიკანტი ან პარტნიორი ორგანიზაცია ევროპული პროგრამების ფარგლებში, როგორებიცაა: „ახალგაზრდები მოქმედებაში“, „უწყვეტი განათლების პროგრამა“ (Grundtvig, Leonardo), „Life“, „Prince“, „Equal“, „Daphné“, „Progress“. ასევე, „ევროპის სოციალური ფონდისა“ და „ექსპერიმენტული ახალგაზრდული პროექტების ფონდის“ ფარგლებში, ორგანიზაცია ავითარებს და თანამშრომლობს ინოვაციებისა და ექსპერიმენტული პროგრამების სფეროში.

ეწვიეთ ვებ-გვერდს
Shida Kartli Regional Development Centre

შიდა ქართლის რეგიონული განვითარების ცენტრი

შიდა ქართლის რეგიონული განვითარების ცენტრი არის 2015 წელს, გორში (შიდა ქართლის რეგიონი) დაფუძნებული არა-სამთავრობო ორგანიზაცია. ორგანიზაციის მიზანია, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებზე ყურადღების განსაკუთრებული გამახვილებით, ხელი შეუწყოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია ახლახანსაა დაარსებული, მასში მუშაობენ სოციალურ საქმიანობებში, ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მდიდარი გამოცდილების მქონე ადამიანები.
ეწვიეთ ვებ-გვერდს