More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა


Promoting Integration, Tolerance and Awareness Program (PITA) in Georgia ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (2015-2020) არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).

პროექტის მიზანი:
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოში. კერძოდ, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობას და დიალოგის დამყარებას; არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ფუნქციონირებას და მათ გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებით; სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერის გზით, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამებზე სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებას; დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლას, მედია მონიტორინგს და ადვოკატირებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის განსახორციელებლად; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული დისკუსიის წახალისებას რეგიონალური და ნაციონალური მედია რესურსების გამოყენებით.

პროექტის ახალგაზრდული კომპონენტი აერთიანებს ტრენინგებს, სემინარებს, მიკრო გრანტებს ახალგაზრდებისთვის, ადვოკატირების კამპანიებს, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივიზმს, ახალგაზრდული ცენტრების ყოველწლიურ კონვენციას, რეგიონალურ ინტერკულტურულ გაცვლით პროგრამას და სტაჟირებას.

Promoting Integration, Tolerance and Awareness Program (PITA) in Georgia

ამ ეტაპზე, PITA-ს ახალგაზრდულ კომპონენტში ჩართულია 18-25 წლის 1000-ზე მეტი ახალგაზრდა. ახალგაზრდული კომპონენტის ფარგლებში ფუნქციონირებს 14 ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს მასშტაბით (თბილისში 2 საუნივერსიტეტო ცენტრი ილიას უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე; ასევე ქუთაისის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის, გორის, თელავის, დმანისის, გარდაბნის, მარნეულის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის ახალგაზრდული ცეტრები).
ახალგაზრდულ ცენტრებში ჩამოყალიბებულია ქვე-კლუბები შემდეგი მიმართულებებით: ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრება, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და მრავალფეროვნება, კვლევა და ადვოკატირების კამპანიები, მოხალისეობა.
Promoting Integration, Tolerance and Awareness Program (PITA) in Georgia

პროექტის ბენეფიციარები:
უმცირესობები, სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდები


პროექტის განმახორციელებელი:
საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG).
კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი

ადგილი:
საქართველო

დამატებითი ინფორმაცია:
www.facebook.com/GoriWDC/