More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ხარისხიანი სოციალური სერვისი გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვ(ებ)იანი ოჯახებისთვის რაიეცის რეგიონში


Quality social service for families with children under the risk of social exclusion in Rajec region G. B. Moll არის საგანგებო დახმარების სახლი, რომელიც ფუნქციონირებს 1998 წლიდან. აქ მიმდინარეობს თანამშრომლების მუდმივი გადამზადება, რათა დაეუფლონ თერაპიის მეთოდებს, გამოიმუშაონ დახმარებისა და ბავშვებთან მუშაობის უნარები და გააძლიერონ ურთიერთობები დედებსა და შვილებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია დახმარების ცხელი ხაზის არსებობა, სადაც ზარის განხორციელება მობილური ოპერატორებიდანაც არის უფასო.

გამოიცა საინფორმაციო მასალები საზოგადოებაში ოჯახური ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად. გაიმართა ერთწლიანი კამპანია: „ოჯახური ძალადობა ვნებს ყველას“, რომელიც მოიცავდა ინტერაქტიულ პრეზენტაციებს სტუდენტებისთვის და ბენეფიციარების კონცერტებს.

Quality social service for families with children under the risk of social exclusion in Rajec region
აქტივობების გაანალიზებისას, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვიყენოთ ახალი მიდგომები და ვდებთ ძალიან დიდ ძალისხმევას სამიზნე ჯგუფებისთვის ჩვენი სერვისების გაუმჯობესებაში. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა დასაქმების შესაძლებლობის მიცემა ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამ მიმართულების ძირითადი ასპექტია პოზიტიური ცვლილებების დაწყება. ყველაზე დიდი ცვლილებაა ჩვენი სამიზნე ჯგუფების აქტიური ჩართულობის გაძლიერება.

ოჯახური კრიზისული სიტუაციების გადაწყვეტის გზების ძიებისას აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან რაიეცის რეგიონში და ვაწვდით მათ პრომო-მასალებს. მუნიციპალიტეტების თანამშრომლები მონაწილეობენ სასწავლო ვიზიტებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, სადაც ვსწავლობთ ახალ მიდგომებს, რომელთა დანერგვასაც შემდგომში ვცდილობთ.

პროექტის განმავლობაში მოხალისეები ეხმარებიან ბავშვებს თავისუფალი დროის აქტივობებში და საშინაო დავალებებში. მოხალისეობრივი მუშაობის ხანგრძლივობა შეადგენს კვირაში 465 საათს.


Quality social service for families with children under the risk of social exclusion in Rajec region


პროექტის ბენეფიციარები:
ბავშვები და ახალგაზრდები, კრიზისში მყოფი ოჯახები, არახელსაყრელი სოციალური/საცხოვრებელი სიტუაციების მქონე მოქალაქეები


პროექტის განმახორციელებელი:
Yes For Life, NGO (არასამთავრობო ორგანიზაცია „უთხარი ცხოვრებას დიახ“)

ადგილი:
Rajecké Teplice

დამატებითი ინფორმაცია:
www.anoprezivot.sk




რას ამბობენ?

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვენახა, თუ როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს დახმარების „ცხელი ხაზი“ საზღვარგარეთის ორგანიზაციებში, რამაც მოგვცა მოტივაცია შეგვეტანა ცვლილებები ჩვენს მუშაობაში და გაგვეუმჯობესებინა ჩვენი სერვისები.“
მარტა რეპკოვა, Marta Repková სოციალური მრჩეველი, Ano pre život, n. o.


„განათლება დამეხმარა უკეთ შემეცნო ადამიანის სული და გავმხდარიყავი მეტად სენსიტიური ჩვენი ბენეფიციარების პრობლემების მიმართ.“
მარიანა ჰუდეჩოვა, Mariana Hudecová, სოციალური მრჩეველი Áno pre život, n. o.


„პროექტის წყალობით დადასტურდა, რომ სამსახურის შესაძლებლობის შექმნას ჩვენი ბენეფიციარებისთვის მოაქვს შედეგი. მუშაობა ეხმარება მათ სოციალური ინკლუზიის პროცესში და ასევე ამცირებს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს.“
დარინა ვერესოვა, Darina Verešová, პროექტის მენეჯერი, Áno pre život, n. o.