More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Radnička


ასოციაცია Inklúzia-ს მიზანია დაეხმაროს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს შრომით ბაზარზე ინტეგრაციაში. პროექტის ფარგლებში შეიქმნა დასაქმების ადგილი - RADNIČKA - კაფე ბრატისლავის ისტორიულ ქალაქში, რომელიც სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო სამუშაოს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებს. RADNIČKA - ში იმართება სამუშაო შეხვედრები დამსაქმებლებთან და კომპანიებთან, ახალი აქტივობების და ახალი პროდუქტების საწარმოო პროგრამების პრეზენტაციები. RADNIČKA სთავაზობს დასაქმებას 6 მიმტანს, რომლებმაც გაიარეს ტრენინგები კარიერული განვითარებისა და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
RADNIČKA არის გამორჩეული ადგილი პრეს-კონფერენციებისთვის, პრეზენტაციებისთვის, სამუშაო შეხვედრებისთვის, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის და კულტურული პროგრამებისთვის. ის ასევე სთავაზობს კვებით მომსახურებას მცირე წვეულებებისთვის, კონფერენციებისთვის, სემინარებისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის.

წელიწადში ერთხელ RADNIČKA მართავს საკუთარი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას ძველი ქალაქის მოედანზე. სტუმრებს შეუძლიათ იხილონ და შეიძინონ თიხისგან, მეტალისგან, ქაღალდისგან, ტექსტილისგან და კერამიკისგან შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, რომლების დამზადებულია შშმ პირების მიერ. ასევე, შესაძლებელია კაფეში დამზადებული ნამცხვრების დაგემოვნება. პროფესიონალი ჟიური აფასებს წარმოდგენილ პროდუქტებსა და სერვისს, რის შემდეგაც საუკეთესო მწარმოებლები ჯილდოვდებიან ცერემონიის დასასრულს. ამ ბაზრობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა შშმ პირების მუშაობასა და საქმიანობებზე და მისცეს დამსაქმებლებსა და კომპანიებს მოტივაცია, რათა მისცენ შშმ პირებს დასაქმების შესაძლებლობა.

პროექტის ბენეფიციარები:
დაუცველი ჯგუფები შრომით ბაზარზე, განსაკუთრებით მენტალური პრობლემის მქონე პირები

პროექტი განმახორციელებელი:
Inklúzia (ჩართულობა)

ადგილი:
ბრატისლავა

დამატებითი ინფორმაცია:
http://www.inkluzia.sk

რას ამბობენ?


„ჩვენი ძირითადი მისიაა დაეხმაროს შშმ პირებს იცხოვრონ საზოგადოებაში ისე, რომ შეძლონ ყოველდღიურად სიარული სამსახურში და იპოვონ ადგილი არამარტო თავშესაფრის სახელოსნოებში არამედ ღია შრომით ბაზარზე. ჩვენ გვსურს წარვადგინოთ საუკეთესო გამოცდილების მაგალითები.“
ვერა ზაჰორცოვა, (Viera Záhorcová) , პროექტის წარმომადგენელი