More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Read-Over - Read-aloud clubs to overcome intercultural divide


„ხმამაღლა კითხვის კლუბების“ ორგანიზება და მართვა ხდება პირდაპირ მისი მონაწილეების მიერ. ამ გზით ზრდასრული მოსწავლეები ჩართულნი არიან სწავლების პროცესში დასაწყისიდანვე და გრძნობენ პასუხისმგებლობასა და მოტივაციას სასწავლო პროცესებში. „ხმამაღლა კითხვის კლუბები“ იძლევა ძლიერი და სრულყოფილი არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას, რაც მოიცავს კითხვასა და სხვა შთამბეჭდავ მეთოდოლოგიებს, როგორებიცაა დრამატურგია/როლების მორგება, ფილმების მეშვეობით სწავლება და შემოქმედებითი წერა. ჯგუფის მიერ წასაკითხად და შესაძლებლობის შემთხვევაში სპეკტაკლის დასადგამად სპეციალურად შეირჩევა კულტურათაშორისი თემატიკის მატარებელი ლიტერატურული ნაწარმოებები.
Read-Over - Read-aloud clubs to overcome intercultural divide
ამ კითხვის წრეების მიზანია განავითაროს/გააძლიეროს:
    • წერის, კითხვის, გამოთქმისა და ზოგადად გრამატიკის საბაზისო უნარები, კულტურათაშორისი ცნობიერება და ევროპული მოქალაქეობა;
  • ისეთი უნარები, როგორებიცაა კომუნიკაცია, კარგი მანერები, ადამიანებს შორის ურთიერთობა, ცნობიერება და თვითშეფასება, ემოციების მართვა, დადებითი დამოკიდებულებები, თანამშრომლობა, პრო-აქტიურობა, სწავლის სურვილი, მოტივაცია და პრობლემების მოგვარება.

  • English Access Microscholarship Programme



    პროექტის ბენეფიციარები:
    პროექტის პირველი სამიზნე ჯგუფია მიგრანტები და ეთნიკური უმცირესობები; მეორე სამიზნე ჯგუფია დაბალი კვალიფიკაციის მქონე და სხვა მოწყვლადი/სოციალურად დაუცველი ზრდასრული ადამიანები. პროექტის არაპირდაპირი სამიზნე ჯგუფია ის ადამიანები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ ჯგუფებთან მუშაობენ როგორც ტრენერები, ტუტორები, მენტორები, მწვრთნელები და მოხალისეები.


    პროექტის განმახორციელებელი:
    Elan Interculturel - არის დამოუკიდებელი ასოციაცია, რომელიც შექმნილია კულტურული მრავალფეროვნების შესასწავლად და გასაუმჯობესებლად. Elan Interculturel-ის წევრები პარიზში ჩამოდიან 3 კონტინენტის 7 სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:
    • ჩვენს ცხოვრებაზე მრავალფეროვნების გავლენის შედეგების უკეთ გაგება;
  • ცნობიერების ამაღლება მრავალფეროვნების მიმართულებით;
  • მექანიზმების გაძლიერება კულტურული და კულტურათაშორისი კავშირების განვითარებისთვის;

  • ჩვენი მიზნების მისაღწევად, ვატარებთ ტრენინგებს კულტურათაშორის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის, ისევე როგორც კულტურათაშორის კავშირებში ჩართულ და კულტურათაშორის არეალებში მცხოვრები ადამიანებისათვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმონაწილეობთ საპილოტე პროექტების განხორციელებაში, რათა ხელი შევუწყოთ ახალი მეთოდებისა და მექანიზმების განვითარებისათვის. კულტურათაშორისი ტენდენციების შესწავლის მიზნით ვატარებთ კვლევებს კულტურათაშორისი და სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით. დაფუძნების დღიდან Elan Interculturel-მა დაახლოებით 1000 ადამიანს ჩაუტარა კულტურათაშორისი თემატიკის ტრენინგი, მრავალფეროვნებისა და კრეატიულობის თემაზე ორგანიზება გაუკეთა საერთაშორისო სემინარს და მონაწილეობა მიიღო კულტურათაშორისი თემატიკის ოთხ Grundtvig - ის სასწავლო პროგრამაში და ოთხ მრავალმხრივი პარტნიორობის პროგრამაში.

    English Access Microscholarship Programme
    პროექტის განხორციელების ადგილი:
    პარიზი, საფრანგეთი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.read-over.eu

    რას ამბობენ?

    ეს არის ძლიერი შესაძლებლობა ცოდნის, კულტურათაშორისი კომპეტენციებისა და უნარების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს, როგორც მასპინძელ ქვეყნებში, ასევე მთლიანად ევროპაში სოციალური ჩართულობისა და აქტიური მონაწილეობის გაძლიერებას.
    ამონაწერი პროექტის ბროშურიდან.