More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

რეგიონული ქმედებები და საერთაშორისო მოხალისეობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის: მოქალაქეობა, უნარები და დასაქმება


Regional actions and international volunteering towards youth employability: Citizenship, Skills and Employment ეს არის ექსპერიმენტული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს Provence Alpes Côte d’Azur (PACA) რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობების ამაღლებას, სოციალური და პროფესიული ჩართულობის გაძლიერებას რეგიონული და საერთაშორისო მოხალისეობრივი შესაძლებლობების გამოყენების გზით.

ნაბიჯი 1 - მონაწილეების საერთაშორისო მისიისთვის 2 თვიანი ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდი საფრანგეთში, რომელიც მოიცავს კულტურათაშორისი თემატიკის ტრენინგებს, სავიზო, საპასპორტო და სხვა პროცედურებს. ასევე, მასპინძელი ქვეყნისა და მასპინძელი სტრუქტურის შესწავლას მისიის მოსამზადებლად. ამ პერიოდის მიზანია საერთაშორისო მობილობის გამოცდილებასთან ერთად, შექმნას პროფესიული ქსელი ახალგაზრდების საცხოვრებელ არეალში. ახალგაზრდებმა უნდა მოძებნონ ადგილობრივი სტრუქტურა, სადაც სურთ მუშაობა, რათა განივითარონ თვით-ავტონომიურობა და შეძლონ ისეთი პროექტის მოძებნა, რომელიც შეესაბამება მათ მოლოდინებს.
ნაბიჯი 2 - 3 თვიანი მოხალისეობრივი პროგრამა პარტნიორ ორგანიზაციაში საზღვარგარეთ. Eurocircle და Eurasia Net-ის მხარდაჭერით ორი მოხალისე იგზავნება სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეობრივი პროგრამის გასავლელად.

ნაბიჯი 3 - საერთაშორისო მობილობის დასრულების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ახალგაზრდები საფრანგეთში გააგრძელებენ PACA-ს რეგიონსა და საერთაშორისო დონეზე მიღებული გამოცდილების გაღრმავებას. მათ დაეხმარებიან უნარების გაძლიერებასა და შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში. ამ პერიოდში გაიმართება ტრენინგ-სესიები, მოხდება უკუკავშირის გაზიარება მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით და განხორციელდება პროფესიული ჩართულობის მხარდამჭერი საქმიანობები.


English Access Microscholarship Programme პროექტის ბენეფიციარები:
სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, PACA-ს რეგიონში (Provence Alpes Côtes d’Azur) მცხოვრები, 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები. პროექტის სამიზნე ჯგუფია დაუსაქმებელი და სასწავლებლის ახლად კურსდამთავრებული სტუდენტები.


პროექტის განმახორციელებელი
პროექტს პარტნიორობით ახორციელებენ Eurocircle, Eurasianet და Provence Alpes Côtes d’Azur-ის რეგიონული საბჭო.

განხორციელების ადგილი:
მარსელი, საფრანგეთი

დამატებითი ინფორმაცია:
www.eurocircle.info
www.eurasianet.eu

English Access Microscholarship Programme




რას ამბობენ?

სამოქალაქო სერვისმა მასწავლა თუ როგორ ვიგრძნო თავი მსოფლიოს მოქალაქედ, როგორ ვიგრძნო თავი საკუთარ სახლში მიუხედავად საზღვრებისა და მიუხედავად იმისა, თუ პლანეტის რომელ წერტილში ვიმყოფები.
აგათა, , მოხალისე ტოგოში


ამ გამოცდილების შედეგად ჩემი შიში უცხო ადგილებთან დაკავშირებით გაქრა. ბევრი რამ ვისწავლე საკუთარი თავისა და ჩემი ადაპტაციის უნარის შესახებ.
პოლ ედრიენი, მოხალისე თურქეთში


მოხალისეობა გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ ჩვენი ცოდნა და გავხდეთ მეტად გონებაგახსნილნი, მეტად ტოლერანტულები და მეტად მომთმენნი.
მირიამი, , მოხალისე ლიბანში