More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Social Inclusion

სოლიდარობა, ტოლერანტობა და სოციალური ინკლუზია (სოციალური ჩართულობა, თანაბარი პირობების შექმნა) წარმოადგენენ ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რაც დაფიქსირებულია ყველა სამართლებრივ დოკუმენტში, როგორც საკვანძო საკითხები. სოციალური ინკლუზია არის განვითარებისა და სტაბილურობის წინა-პირობა, „პროცესი, რომელიც აძლევს საშუალებას მარგინალურ (გარიყულ) და მოწყვლად (დაუცველ) ჯგუფებს სრულად ჩაერთონ საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, ჰქონდეთ წვდომა ფუნდამენტურ უფლებებზე და ჰქონდეთ სტანდარტული ცხოვრების საშუალება, რაც მიჩნეულია ნორმალურად იმ საზოგადოებაში, რომელშიც ცხოვრობენ“.

ამის საპირისპიროდ, სოციალური ექსკლუზია (გარიყულობა) ხელს უშლის ინდივიდებს, ჯგუფებსა და თემებს ჰქონდეთ წვდომა იმ ფუნდამენტურ უფლებებზე, შესაძლებლობებსა და რესურსებზე, რაც ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია საზოგადოების წევრებისთვის. სოციალური გარიყულობა არის პრობლემა, როგორც ინდივიდისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით. მოწყვლადი (დაუცველი) ახალგაზრდების სოციალური ჩართულობა არის გამოწვევა ევროპასა და მის მეზობელ რეგიონებში. სოციალური გარიყულობის საფრთხის ქვეშ არიან ახალგაზრდები: შეზღუდული შესაძლებლობით, განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობით, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, დაუსაქმებელი, უსახლკარო ახალგაზრდები და ა.შ.

შედეგად, სოციალური ინკლუზია არის აქტუალური საკითხი და ევროკავშირის სტრატეგიების, პოლიტიკისა და პროგრამების პრიორიტეტი. სტრატეგიის: „ევროპა 2020“ მიზანია 2020 წლისთვის გამოიყვანოს 20 მილიონი ადამიანი სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის საფრთხიდან. ევროკომისია ხაზს უსვამს სოციალური ინკლუზიის მიმართულებით არა-ფორმალური განათლების, მენტორობის, ახალგაზრდა ადამიანების მხარდაჭერისა და ახალგაზრდების მუშაობის მნიშვნელობას. ასევე, ახალგაზრდების სოციალური ჩართულობის წახალისება წარმოადგენს „ერასმუს +“ პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტს.

ახალი ამბები

ტრენინგი, მარსელი, საფრანგეთი

ადგილი დიალოგისთვის, სტრატეგიების განვითარებისთვის, სოციალური ინკლუზიის პრაქტიკის გაზიარებისთვის და განვითარებისთვის.

პარტნიორების შეხვედრა, თბილისი, საქართველო

საწყისი შეხვედრა, ბარსელონა, ესპანეთი