More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Espèces de boucs - Sort of scapegoat


ადამიანისთვის „განტევების ვაცის“ სახელის მინიჭება არის გარიყულობისა და სტიგმატიზაციის გამეორება, რაც ახასიათებს ჩვენს საზოგადოებებს. ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, ეს ფენომენი არის უსამართლობის განცდის ერთ-ერთი მიზეზი, რაც აღვივებს სიძულვილსა და ძალადობას. „განტევების ვაცად“ ყოფნა, ფოკუსირება იმაზე რაც ჩვენ გვაწუხებს და რაშიც სხვებს ვადანაშაულებთ, გვაძლევს ნაბიჯის უკან გადადგმისა და ჩვენსავე ბრაზზე გაცინების საშუალებას.

„განტევების ვაცის“ სამუშაო შეხვედრების შედეგად იზრდება, არადისკრიმინაციულ გარემოში, გარიყვისა და სტიგმატიზაციისკენ მიდრეკილი ქმედებების პრევენციის თაობაზე ცნობიერება, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარების გზით.

პროექტი მოიცავს სხვადასხვა მეთოდური თამაშების, დებატების, წერისა და თეატრალური სემინარების კომბინაციას.

პროექტის ბენეფიციარები:
საშუალო სკოლის მოსწავლეები, 11-დან 18 წლამდე.

პროექტის განმახორციელებელი:
Compagnie Peanuts - ორგანიზაცია მისი დაარსების დღიდან (2007წ.), თეატრალური დადგმებისა და კითხვის, ასევე, კულტურული პროექტების განხორციელების გზით სწავლობს ძალადობისა და გარიყულობის საკითხებს.
ადგილი:
Bouches-du-Rhône (ზემო პროვანსის ალპები), საფრანგეთი

დამატებითი ინფორმაცია:
www.compagnie-peanuts.com



რას ამბობენ?

არიან „განტევების ვაცები“ საჭირონი ჩვენი საზოგადოებისთვის? არიან თუ არა ისინი იმ მექანიზმის ნაწილები, რომელიც არეგულირებს ძალადობას თითოეულ ინდივიდში და საზოგადოებაში? ეს არის საჭოჭმანო კითხვა, რომელსაც ჩვენს ახალგაზრდებს ვუსვამთ და პარადოქსულია, მაგრამ ისინი ზრდასრულებზე უფრო რეალისტურად აცნობიერებენ ამ ფენომენს. ნაცვლად იმის თქმისა, რომ ცრურწმენები ტყუილია, ჩვენ ვცდილობთ ვაჩვენოთ ჩვენს აუდიენციას, რომ ცრურწმენები/სტერეოტიპები გვხვდება ყველგან და მათი მთლიანად აღმოფხვრა არის რთული. მათზე საუბარი არის უკეთესი გზა მათ გასანადგურებლად, ვიდრე მათი დამნაშავეებივით დამალვა. ეს არის ჩვენი პროექტის არსი.
მაგდი რაჯიჩი, მსახიობი და რეჟისორი
English Access Microscholarship Programme - Exhibition and meeting with the photographer Sandra Calligaro