More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში


Strengthening of women’s rights in Western Georgia პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“.
პროექტის დონორია საერთშორისო ორგანიზაცია - პური მსოფლიოსთვის - ეკლესიათა განვითარების სამსახური (გერმანია ) - Brotfür die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst (Germany).
პროექტის მიმდინარეობის უკვე მესამე ეტაპი ხორციელდება და მისი ვადაა 2014-2017 წწ. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ, ძალადობის რისკ- ჯგუფების, იგპ და სოციალურად დაუცველ ქალებთან და გოგონებთან სოციალური მუშაობა.

შექმნილია ქალთა მხარდაჭერის ცენტრები იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში (ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი, ხურჩა, ფოთი), ხორციელდება ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები; ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და მართვა რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან თანამშრომლობით.

ცენტრების მობილიზატორების მიერ ხდება ქალებისა და გოგონების მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე, მათივე უშუალო ჩართულობით. განსაკუთრებით აქტიურად ხორციელდება თემის მობილიზაცია დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში.

ახალგაზრდებთან მიმდინარეობს საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობა მათი უფლებების დაცვის, სხვადასხვა უნარების განვითარების კუთხით. თემები - კონფლიქტების მართვა, პროფესიული მასტერ-კლასები, სამოქალაქო აქტივიზმი. ხდება მათი ინიციატივების წახალისება.

Strengthening of women’s rights in Western Georgia პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ძალადობისაგან დაცვის კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შესაბამისი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებების მომზადება.
პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია დევნილი, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა, სკოლამდელი განათლების ხარისხის და გარემოს გაუმჯობესება.
ამისთვის 7-მა ახალგაზრდამ მიიღო პერსონალური კომპიუტერი, პრინტერი, 4-მა - საკერავი მანქანა,3 ბაღი, რომელშიც ძირითადად დევნილი და სოციალურად დაუცველი სკოლამდელები სწავლობენ, აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
პროექტის შედეგად განსაზღვრულ რეგიონში გაუმჯობესებულია ოჯახში ძალადობისაგან დაცვის დონე. ამას ცხადყოფს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც უჩვენებს, რომ ქალები უფრო მეტად აფიქსირებენ თავის მდგომარეობას და მიმართავენ დახმარებისთვის შესაბამის ორგანოებს. 6 ქალმა მიიღო ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და შესაბამისი სახელმწიფო დახმარება ჩვენი უშუალო ჩართვით.
სისტემატიური ხასიათი აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გენდერული დღის წესრიგის შესაქმნელად. ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა არაერთი საკითხი - შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს და პროგრამები, ძალადობის მსხვერპლის ერთჯერადი დახმარება; სკოლამდელი განათლების სერვისის ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით მოწყვლადი ქალთა ჯგუფებისათვის. დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 6 ახალგაზრდული კლუბი გაერთიანებულია ქსელში, რომელიც ახორციელებს საკუთარ ინიციატივებს გარემოსდაცვით, მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ადვოკატირების კუთხით. პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა პერიფერიებში მცხოვრები დევნილი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხარისხი, რაც მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში აისახა.
მოწყვლადი ჯგუფების დაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებში განსაკუთრებით საინტერესო იყო ფონდი „სოხუმის“ ოზურგეთის გენდერულ საბჭოსა და ოზურგეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განხორციელებული პროექტი - „კიბო განაჩენი არ არის“, რომელიც ონკოდაავადებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დიდი კამპანიის დასაწყისი გახდა და გაგრძელება ჰპოვა არაერთ შემდგომ ინიციატივაში, მოიპოვა საერთაშორისო დონორების დაინტერესება.
პროექტი პერიოდულად მდიდრდება ორგანიზაციის მიერ შეტანილი წვლილით. ხდება სხვა საერთაშორისო დონორების დაინტერესება დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალების და გოგონების მხარდაჭერით. საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-ის მიერ გამოცხადებული ნდობა და გაღებული დახმარება ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერებისათვის იყო დასტური ორგანიზაციის სწორი სტრატეგიისა, დაეხმაროს მოწყვლად ჯგუფებს სწორ კომუნიკაციაში სახელმწიფო სტრუქტურებთან, დონორებთან, რათა მოხდეს ორიენტაცია არა ერთჯერად დახმარებებზე, არამედ განვითარების გრძელვადიან პროგრამებზე.
Strengthening of women’s rights in Western Georgia
პროექტის ბენეფიციარები:
ქალთა მოწყვლადი/დაუცველი ჯგუფი


პროექტის განმხორციელებელი:
ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“.

ადგილი:
დასავლეთ საქართველო: ქუთაისი, წყალტუბო, სენაკი, ხურჩა, ფოთი, ხონი

დამატებითი ინფორმაცია:
http://fundsokhumi.ge/




რას ამბობენ?

პროექტმა პირადად მე მომცა შესაძლებლობა, რომ განვავითარო ჩემი უნარები შემდგომი ეტაპისთვის. ეს არის სტიმული, რომ გავხდე უფრო აქტიური და თავდაჯერებული.
ანა რობაქიძე , 16 წლის, პროექტის ბენეფიციარი. თერჯოლა

ელისო, ელა, მარიამი, ლიზა, ზაური, ბექა - ბედნიერი ვართ, რომ ამ ხალისიანი, მოტივირებული მოზარდების ცხოვრებაში ახალი შტრიხები შევიტანეთ. სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ჭირდებათ პროექტები, რომლებიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.
ლელა ჯალაღონია, ფონდი „სოხუმის“ პროექტის მენეჯერი