More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Suited in depth


Suited in depth ალიკანტეს უნივერსიტეტი (Universidad de Alicante) კვლავ აგრძელებს სპორტის საშუალებით ინტეგრაციის ხელშეწყობას (როგორც გაწერილია „Adaptados en profundidad - ის პროექტში.” სკუბა დაივინგის (აკვალანგით ყვინთვა) პროექტი ადაპტირებულია ალიკანტეს პროვინციაში მცხოვრები შშმ ახალგაზრდებისთვის. ალიკანტეს უნივერსიტეტის წყალქვეშა დეპარტამენტი (ASUA) არის ამ ინიციატივის განმახორციელებელი, რომელიც გონებრივი შეზღუდვების მქონე 25 ახალგაზრდას აძლევს სარგებლობის შესაძლებლობას.

პროექტის ძირითადი ფაზა გრძელდებოდა 4 თვის განმავლობაში ASUA - ს ყვინთვის ინსტრუქტორების მიერ. პირველი სესია განხორციელდა ალიკანტეს უნივერსიტეტის აუზში.ამ აქტივობის მიზანი იყო ჩამოეყალიბებინა ადაპტირებული ყვინთვის უწყვეტი პროგრამა შშმ პირების სხვადასხვა ჯგუფების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, ალიკანტეს პროვინციაში. 2014-2015 წლების კამპანიის განმავლობაში, აქტივობები განსაზღვრული იყო ნოემბრიდან თებერვლამდე, თუმცა მოძიებულ იქნა გაგრძელების შესაძლებლობა და სესიების დამატების შედეგად გაგრძელდა ივნისამდე.


2016 წელს, ორგანიზაციამ გააფართოვა საქმიანობა და გაზარდა ბენეფიციართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით. ამჟამად ისინი მუშაობენ UPAPSA - სთან დაკავშირებულ 7 ასოციაციასთან, საერთო ჯამში დაიგეგმა 18 სესია, რომლითაც ისარგებლა 50-ზე მეტმა გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანმა.

Suited in depth პარალელურად, ორგანიზაციამ მოამზადა გეგმები ზაფხულისთვის, რათა აქტივობები აუზიდან გადაეტანა ზღვაზე. ამჟამად, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ალიკანტეს ქალაქის ადმინისტრაციასთან, რათა მოიძიონ პროექტის განხორცილებისთვის საჭირო საშუალებები.

პროექტი დაკავშირებულია წინა საქმიანობებთან, რომელიც განახორციელა ASUA - მ და ვალენსიის წყლის ქვეშა აქტივობების ფედერაციამ (F.A.S.C.V.). 2013 წელს, FASCV -მა ASUA - სთან და ალიკანტეს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია მეორე, ადაპტირებული ყვინთვის ტრენინგ-კურსს მყვინთავებისთვის და სპეციალიზებული ინსტრუქტორებისთვის ალიკანტეს პროვინციაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-მა მყვინთავმა და ინსტრუქტორმა. მოგვიანებით, ASUA - მ ორგანიზება გაუწია ადაპტირებული ყვინთვის პირველ დღეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია ONCE – ს წარმომადგენელმა, 15-მა შშმ პირმა. 2013 წლის ნოემბერში შედგა პირველი კონტაქტი ASUA - სა და UPAPSA - ს შორის, რის წარმოიშვა ეს თანამშრომლობითი პროგრამა.


Suited in depth პროექტის ბენეფიციარები:
ფსიქიკური პრობლემების მქონე 25 ახალგაზრდა


პროექტის განმახორციელებელი:
ლიკანტეს უნივერსიტეტის წყალქვეშა აქტივობების დეპარტამენტი

ადგილი:
ალიკანტე

დამატებითი ინფორმაცია:
http://web.ua.es/es/actualidad-universitaria/2014/octubre2014/octubre2014-20-26/la-ua-lanza-adaptados-en-profundidad-una-iniciativa-de-buceo-adaptado-para-jovenes-discapacitados.html



რას ამბობენ?

„ASUA - ს ინსტრუქტორისა და კოორდინატორის, ენრიკე დიაზის თქმით, პროექტის მთავარი ამოცანაა, „ის, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა დაკავდნენ ისეთი საქმიანობით, რომლებიც მცირე ადაპტაციის შემდეგ, ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი მიუხედავად მისი მდგომარეობისა.“