More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ჩვენი ლტოლვილები - მზე ჩვენს ხელებში


პროექტი ორიენტირებულია ახალგაზრდა ლტოლვილებზე, რომლებიც მოწყვეტილნი არიან მშობლებს და ცხოვრობენ ობოლთა თავშესაფარში, ცენტრალურ სლოვაკეთში. ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც მძიმე პერიოდი გამოიარეს საკუთარ ქვეყანაში და განვლეს სახიფათო გზა სხვადასხვა ქვეყნების გავლით. გარდა ზემოთ ხსენებულისა, მათ მდგომარეობას ართულებს ენობრივი ბარიერების არსებობა, ფინანსური რესურსების სიმცირე, ინფორმაციის ნაკლებობა და მუდმივი საფრთხე კონტრაბანდისტთა დაჯგუფებებისგან.

პროექტის მიზანია სამუშაო შეხვედრების, სოციალური და ფსიქოლოგიური ჩარევისა და მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს ინფორმაციის უკეთესად გავრცელებას, კრიზისული სიტუაციების მოგვარებას, ადაპტაციას ახალ გარემოსთან და პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ასევე, პროექტის მიზანია გაზარდოს თავშესაფრის თანამშრომელთა მოტივაცია უფრო აქტიური მონაწილეობისთვის, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მარტო ინტეგრაციაზე, არამედ ლტოლვილთა ქმედებებსა და მათ გადაწყვეტილებებზე.

Our refugees – Sun in the hand


პროექტის ბენეფიციარები:
ახალგაზრდა ლტოლვილები

პროექტის განმახორციელებელი:
სლოვაკეთის ჰუმანიტარული საბჭო (SHC) - ეს არის მოხალისეობრივი ცენტრი, რომელიც შედგება სოციალურ სფეროში მომუშავე ჰუმანიტარული და საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან, სამოქალაქო ასოციაციებისგან და ფონდებისგან. ეს ორგანიზაციები სოციალურად დაუცველ და პრობლემების მქონე ადამიანებს სთავაზობენ მხარდაჭერას, მომსახურებას, ზრუნვას, რჩევებს და ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა აქტივობებს. SHC აწვდის მმართველობით, მეთოდოლოგიურ, მაკოორდინირებელ და საინფორმაციო სერვისებს მისი ქოლგის ქვეშ მომუშავე ორგანიზაციებს.

ადგილი:
ბრატისლავა

დამატებითი ინფორმაცია:
www.nasiutecenci.sk


რას ამბობენ?

„...ჩვენ ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას ჩვენი აქტივობების შესახებ, ვაცნობებთ მათ, რომ ჩვენს შორის ცხოვრებენ ლტოლვილები, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემასა და ყურადღებას. ჩვენ მივდივართ სკოლებში, სადაც ვატარებთ ლექციებს ლტოლვილთა საკითხებზე და ვსაუბრობთ მათთან ცხოვრების პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან.“
საინფორმაციო ბიულეტინი 11/2012

„კულტურული მრავალფეროვნება მდიდრდება. კულტურისა და ადამიანთა ისტორიის შემეცნების წყალობით წარმოიშობა ახალი ღირებულებები და ადამიანთა მოდგმა წინ მიიწევს. დღეს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული სახელმწიფოები არიან მულტი-კულტურული ქვეყნები, სადაც კულტურული ელემენტები ავსებენ ერთმანეთს.“


„ადამიანები ცხოვრობენ საკუთარ ქვეყანაში, მათ საყვარელ ადამიანებთან ერთად და უხდებათ გაქცევა დევნის, რეპრესიებისა და ძალადობის გამო, რაც უსპობთ მათ საკუთარ ქვეყანაში სრულყოფილი ცხოვრების საშუალებას.“