More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

სუპერმენი - სუპერმარკეტები ეხმიანებიან ხელმისაწვდომობის საჭიროებას


SuperMAN - Supermarkets Meet Accessibility Needs
სიტყვა ხელმისაწვდომობა/მიღწევადობა ხშირად ნიშნავს მხოლოდ არქიტექტურული ბარიერების აღმოფხვრას. მაგრამ ხელმისაწვდომობა უფრო მეტია. ამ მიზეზით დაიწყო პროექტი SuperMAN (სუპერმენი). პროექტი ორიენტირებულია იმ ადამიანების ხელმისაწვდომობის თემატიკაზე, ვისაც გააჩნიათ მენტალური პრობლემები ან ალცჰაიმერის დაავადება ან უფრო ზოგადად, ვისაც გააჩნიათ აზროვნებასთან, კომუნიკაციასთან, კითხვასთან, სივრცისა და დროის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები. SuperMAN-ის მიზანია სუპერმარკეტებმა დააკმაყოფილონ ხელმისაწვდომობის საჭიროებები. პროექტის იდეა გაჩნდა ფრანგული გამოცდილებიდან, სადაც მსგავსი პროექტი განხორციელდა 2007 წელს „Unapei“-ის (მენტალური პრობლემების მქონე ადამიანების მშობლებისა და მეგობრების ასოციაციების ეროვნული გაერთიანება) მიერ, „E.Leclerc”-ის ზოგიერთ სუპერმარკეტთან თანამშრომლობით.

SuperMAN-ის მიზანია ხელი შეუწყოს და გაავრცელოს ეს გამოცდილება იტალიასა (CONAD-ის სუპერმარკეტებთან თანამშრომლობით) და გერმანიაში (Tegut-ის სუპერმარკეტებთან თანამშრომლობით). ხელმისაწვდომობის კონცეფციის ხელის შეწყობის მიზნით, პროექტის ფარგლებში ზოგიერთი იტალიური და გერმანული სუპერმარკეტის თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში, რის შედეგადაც მათ მიეცემათ შესაძლებლობა ხსენებული ტიპის საჭიროებების მქონე პირებს შესთავაზონ ადეკვატური დახვედრა, მხარდაჭერა და დახმარება. დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭო შეაფასებს ამ გამოცდილებას საპილოტე სისტემით და მოახდენს შეძენილი კომპეტენციების სერტიფიცირებას არაფორმალური განათლების ფარგლებში. პროექტის დასასრულს, მასში ჩართულმა სუპერმარკეტებმა მიიღეს „ხელმისაწვდომობის ნიშანი,“ როგორც საზოგადოების წინაშე მათი პასუხისმგებლობის დასტური. SuperMAN იყო ექსპერიმენტული პროექტი იტალიასა და გერმანიაში.

ვიმედოვნებთ, რომ SuperMAN-ის პროექტის მოდელს დანერგავენ არამარტო სხვა სუპერმარკეტები, არამედ საჯარო სამსახურები, როგორებიცაა: ფოსტის ოფისები, ბანკები, საჯარო ადმინისტრაციები, განთავსების ადგილები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ., როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე.


SuperMAN - Supermarkets Meet Accessibility Needs
პროექტის ბენეფიციარები:
სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები, შშმ პირები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები.

პროექტის განმახორციელებელი:
CIA-CONAD (ITA), Landkreis Kassel and Bupnet (DE), Les Papillons Blancs (FR)

ადგილი:
მოდილიანა (Modigliana)

დამატებითი ინფორმაცია:
www.supermanproject.eu