More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Contes de quartiers - გარეუბნის ზღაპრები


პროექტის მიზანი იყო შეექმნა დოკუმენტური ვებგვერდი იმ ადამიანების გამოკითხვებზე დაყრდნობით, რომლებიც ცხოვრობენ მარსელის იზოლირებულ გარეუბან: „Vieux Moulin”-ში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ბოშები წარმოადგენენ. “Urban prod“-ის (პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია) გუნდი ხელს უწყობდა იმ მაცხოვრებლების შესაბამის გადამზადებას, ვინც დაინტერესებულნი იყვნენ ფილმის გადაღებით. რამდენიმე თვის განმავლობაში “Urban prod“-ის გუნდი იმყოფებოდა უბნის ტერიტორიაზე „ქარავანის“ ტიპის ავტომანქანით, რომელიც გადაქცეული იყო შემოქმედებითი მუშაობისა და აქტივობების ლაბორატორიად, სადაც ბავშვებს ყოველკვირეულად სთავაზობდნენ სხვადასხვა სახელოვნებო აქტივობებს, რაც შემდგომში იძლეოდა დიალოგის შესაძლებლობას მათ მშობლებთან და საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია ურთიერთნდობის დასამყარებლად, რადგან უბნის მაცხოვრებლები მედიის მეშვეობით ხშირად აწყდებიან მათდამი ნეგატიურ დამოკიდებულებასა და უარყოფით სტერეოტიპებს. ამ არაფორმალური ურთიერთობების შემდეგ „Urban prod“-ისთვის შესაძლებელი გახდა განესაზღვრა ძირითადი თემები (წარმოშობა, ოჯახი, ტრადიციები, მოგზაურობა, რელიგია, მომავალი) და დოკუმენტური ფილმის ფარგლებში მაცხოვრებლებისთვის ჩასატარებელი ინტერვიუებისათვის შეკითხვები. დოკუმენტური მონაცემები აჩვენებენ კულტურების უნიკალურ ნაზავს, რომელიც მოიცავს ფრანგი ბოშებისა და ჩრდილოეთ აფრიკულ ტრადიციებს. გამოკითხული ადამიანები წარმოადგენენ სამ თანმიმდევრულ თაობას, რის შედეგადაც ძალიან მკვეთრადაა შესაძლებელი ადგილის ისტორიისა და დროის დინების შეგრძნება.
English Access Microscholarship Programme

პროცესის ამოცანებია:
    • გარიყვის, დისკრიმინაციისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა ე.წ. „ქალაქის მგრძნობიარე უბნების“ რეალური, ყოველდღიური ცხოვრების გაშუქების გზით;
  • იზოლირებული სამიზნე ჯგუფების გაძლიერება მათი მოსმენის, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა ტექნიკური და მხატვრული ტრენინგების მიწოდების გზით. აქცენტი კეთდება მათთვის დოკუმენტური ვიდეოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემაზე.

  • პროექტის მიზანია საზღვრების დანგრევა ისე, რომ არ არსებობდეს ცხადი ბარიერები ფილმის შემქმნელებს/დამკვირვებლებსა და მაცხოვრებლებს/მონაწილეებს შორის. პროექტის ჩანაფიქრია ისეთი თანამშროლობის ჩამოყალიბება, როდესაც მაცხოვრებლები ერთდროულად იქნებიან სამიზნე ჯგუფიც და პროექტის განმახორციელებლებიც, „urban prod“-ის გუნდთან ერთად, როდესაც ისინი თვითონვე მოამზადებენ საკუთარი სიტყვით გამოსვლასა და ისტორიას, რათა ამ გამოცდილების შედეგად აიმაღლონ სიამაყე და გაიძლიერონ თვითშეფასება.


    English Access Microscholarship Programme

    პროექტის ბენეფიციარები:
    მარსელის იზოლირებული უბნების მაცხოვრებლები, უფრო კონკრეტულად “Vieux Moulin”-ს მაცხოვრებლები (2013 წლის პროექტი) და “Bon secours” და “Les rosiers” უბნების მაცხოვრებლები (2015 წლის პროექტი, მიმდინარე).


    პროექტის განმახორციელებელი:
    Urban prod - ორგანიზაცია ემსახურება „მგრძნობიარე ჯგუფების“ განათლების ამაღლებას, რათა მათ შეძლონ ახალი ტექნოლოგიების უკეთ გამოყენება. ასევე, ორგანიზაციის მიზანია საზოგადოებრივი ერთობის განვითარება იმ „ხმების ჩაწერითა და გაშუქებით, რომლებიც ნაკლებად უსმენენ“.
    English Access Microscholarship Programme



    განხორციელების ადგილი:
    მარსელი, საფრანგეთი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.heritages-culturels.org/fr/projets/tid-67-projets-2015/pid-136-contes-de-quartiers
    www.urbanprod.net/fr





    რას ამბობენ?

    „ოდესღაც, მშვენიერ ქალაქ მარსელში ჩამოვიდა რამდენიმე ოჯახი დასასახლებლად და საცხოვრებლად.“
    ამონაწერი დოკუმენტური ვებ-გვერდიდან

    „ჩვენ დავდივართ ქუჩებში, რათა შევხვდეთ მაცხოვრებლებს და ჩავწეროთ მათი დავიწყებული ხმები. ყველაზე დიდი გამოწვევაა ნდობის ჩამოყალიბება იმ ადგილებში, სადაც მედია შთააგონებს უნდობლობას, რამდენადაც ისინი ავრცელებენ ცუდ აზრებს უბნების შესახებ და აძლიერებენ სტერეოტიპებს.“
    მარი პიკარდი, ფილმის რეჟისორი