More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Tandem


Basket Beat Ayuntamiento of Santa Coloma - მ და სოციალური მოხალისეობის უნივერსიტეტის ორგანიზაცია AFEV – მა, რომელიც დაფუძნებულია Diputación of Barcelona - სა და Consejo Comarcal Barcelonès - ის მიერ, დაიწყეს სოციალური განათლების მენტორობის ინოვაციური პროექტი, სახელად: “En Tandem”, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სავალდებულო საშუალო განათლების მოსწავლეები, ვინც არიან სწავლის მიტოვების შესაძლო საფრხის ქვეშ.


ინიციატივა დაიწყო Santa Coloma - სა და Badalona - ში, როგორს საპილოტე პროექტი, რომელიც გულისხმობს ქალაქის 10 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდის მოტივაციის ამაღლებას AFEV - ის 10 მოხალისის მიერ, რომლებიც არიან ბარსელონას უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სტუდენტები. Santa Coloma - დან ახალგაზრდები აარჩიეს La Bastida და Torrent de les Bruixes - ის ინსტიტუტების ფსიქო-პედაგოგებმა და ისინი არიან Ayuntamiento - სოციალური და საგანმანათლებლო სერვისების მეთვალყურეობის ქვეშ მთლიანი პროცესის განმავლობაში. EnTàndem არის სოციალური განათლების მენტორობის პროექტი, რომელიც აერთიანებს უნივერსიტეტის სტუდენტს (მენტორს) და ბავშვს ან მოზარდს, რომელიც არის სოციალური გარიყულობის საფრთხის ქვეშ ან იმყოფება რთულ სიტუაციაში (სოციალური ან/და პერსონალური). მთლიანი სასწავლო წლის განმავლობაში, სტუდენტი (მენტორი) ახალგაზრდასთან ერთად ატარებს 2 საათს კვირის განმავლობაში, რა დროსაც ეხმარება მას სწავლის პროცესში, რათა მისცეს სტიმული მისი უნარების გაძლიერებას, ავტონომიურობას, გაუძლიეროს თვით-შეფასება და მისცეს ამ ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელების მოტივაცია.


პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს სტუდენტების მიერ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების დახმარებაში, როგორც ოჯახურ გარემოში ასევე მის გარეთ. პროექტის ინოვაციურობას ასევე განაპირობებს „სერვისის სწავლების“ მეთოდი საზოგადოებასა და მოხალისეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების წასახალისებლად. „სერვისის სწავლება“ არის საგანმანათლებლო შეთავაზება, რომელიც ერთი პროექტის ფარგლებში მოიცავს სასწავლო პროცესებსა და საზოგადოებრივ სერვისებს, რომელში ჩართული ადამიანებიც მუშაობენ საზოგადოებრივი გარემოს რეალურ საჭიროებებზე მისი გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის თანახმად, პროექტის მონაწილეთა 91% - მა გაიუმჯობესა, ხოლო 75% - მა მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს, განსაკუთრებით თვით-შეფასების, მოტივაციისა და საკომუნიკაციო უნარების მიმართულებით. მონაწილეთა 95% გამოთქვამს დახმარების გამო კმაყოფილებას, ხოლო ოჯახების 95% მიიჩნევს, რომ მენტორების დახმარებას აქვს დადებითი გავლენა მათ ბავშვებზე.
95% of the project participants are pleased about the support and 90% of families think the accompaniment has been positive for their child.

პროექტს აქვს ორი მთავარი ამოცანა: პირველ რიგში, წაახალისოს სამოქალაქო მოხალისეობა სტუდენტებს შორის, რათა ისინი ჩაერთონ უთანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში და დადებითად გამოიყენონ პირადი უნარები და პროფესიული ცოდნა. ამავდროულად, ხელი შეუწყოს რთულ სიტუაციაში მყოფი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობას მათი პრობლემური ფონის გათვალისწინებით, რათა გაუმჯობესდეს თანასწორი განათლება და სოციალური შესაძლებლობები.

Basket Beat პროექტის ბენეფიციარები:
სავალდებულო საშუალო განათლების მოსწავლეები, რომლებიც არიან სწავლის მიტოვების საფრთხის ქვეშ


პროექტის განმახორციელებელი:
Ayuntamiento of Santa Coloma და სოციალური მოხალისეობის უნივერსიტეტის ორგანიზაცია AFEV

ადგილი:
ბარსელონა

დამატებითი ინფორმაცია:
www.gramenet.cat/es/scinfo/mas-info/article/en-marxa-un-projecte-innovador-de-mentoria-adrecat-a-joves-en-risc-de-fracas-escolar
www.afevbarcelona.wix.com/afevbarcelona#!projectes

რას ამბობენ?

„EnTàndem აყალიბებს სოციალურ კავშირებს, რომლებიც ქმნიან გზებს სამეზობლოს ახალგაზრდა გოგოებისა და ბიჭების სოციალური ჩართულობისთვის“
ნოემი როკაბერტი (Noemí Rocabert), მესტრე მორენას (Mestre Morera) სკოლის დირექტორი