More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

Trajec(s)tories. See your rights, show your life


პროექტის მიზანია აამაღლოს დისკრიმინაციისა და სოციალური გარიყულობის შესახებ ცნობიერება, რისთვისაც ეწყობა ქუჩის გამოფენები არტ-ინსტალაციებით, სადაც წარმოდგენილია „ცხოვრების კურსი“ იმ ადამიანებისა (ჩვენ მათ სამიზნე ჯგუფს ვეძახით), რომლებიც ეკუთვნიან დისკრიმინაციის, სტერეოტიპებისა და გარიყვის რისკის შემცველ კატეგორიას. გამოფენაზე ჩვენ ვუჩვენებთ განსხვავებული სოციალური და კულტურული წარმოშობის მქონეთა ბიოგრაფიულ გამოცდილებასა და ცხოვრებისეულ არჩევანს, რომელიც დაკავშირებულია ამჟამინდელ სოციალურ კონტექსტთან (ქალაქი ტურინი). „ცხოვრების კურსის“ თითოეული მნიშვნელოვანი ღონისძიება გაანალიზებულია წარსული ღონისძიებების, ემოციური ფონის და პიროვნული და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით, რაც ორიენტირებულია სამომავლო გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე.

Our refugees – Sun in the hand

პროექტი შედგება 5 ეტაპისგან:
ნაბიჯი I: სამიზნე ჯგუფის იდენტიფიცირება (მინიმუმ 20 ადამიანი) (3 თვე);
ნაბიჯი II: სამიზნე ჯგუფების „ცხოვრების კურსების“ კვლევა და ანალიზი (6 თვე);
ნაბიჯი III: ხელოვანებისა და გრაფიკოსების დახმარებით არტ-ინსტალაციებისა და საინფორმაციო მასალების მომზადება (3 თვე);
ნაბიჯი IV: არტ-ინსტალაციების გამოფენა იმართება საჯარო სივრცეში (როგორიცაა: მოედნები, პარკები, უნივერსიტეტები და ა.შ.). გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის სამუშაო პროცესი, რომელსაც ესწრება სხვადასხვა ტიპის მაყურებელი (ახალგაზრდების ჯგუფი, საჯარო მოხელეები, რიგითი მოქალაქეები და ა.შ.) და ვრცელდება საინფორმაციო მასალა (5 თვე);
ნაბიჯი V: საბოლოო შეფასება (1 თვე) და სამომავლო ნაბიჯები.





პროექტის ბენეფიციარები:
მოქალაქეები, მიგრანტები

პროექტის განმახორციელებელი:
Agenzia Nazionale Giovani

ადგილი:
ტორინო

დამატებითი ინფორმაცია:
www.giosefunito.eu


რას ამბობენ?


„ადამიანებს უხაროდათ, როდესაც ეძლეოდათ საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობა უსაფრთხო გარემოში. ამის წყალობით ისინი იღებდნენ სარგებელს თვით გაძლიერების პროცესისგან. პროექტში მონაწილეობის მიღების შემდეგ, გოგომ რომელიც იყო ოჯახში რეპრესიული გარემოს მსხვერპლი, გადაწყვიტა ლონდონში სასწავლებლად და სამუშაოდ გამგზავრება.“