More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

რას ნიშნავს ლაპარაკი


English Access Microscholarship Programme “Ce que parler veut dire” არის პროექტი, რომელიც პიერ ბურდიეს კონცეფციის - „ჰაბიტუსის“ - დახმარებით, მიზნად ისახავს ენაში დამკვიდრებული სტერეოტიპების თაობაზე მსჯელობასა და ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, ჩვენ გამოვიყენეთ მარკ ტვენის რომანის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ სხვადასხვა ფრანგული თარგმანი.

პროექტის ამოცანაა სხვადასხვა ენობრივ დონეზე წერისა და ლაპარაკის გზით, ახალგაზრდა ადამიანების ცნობიერების ამაღლება წარსულში სხვადასხვა ტექსტებთან და მსგავსი სიტყვების საზოგადოებაში გამოყენებასთან დაკავშირებით.

მარკ ტვენის რომანში „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ მთხრობელი იყენებს სხვადასხვა ენობრივ სტილს, იმის მიხედვით, თუ ვის ელაპარაკება. „ჰაბიტუსის“ კონცეფციისა და სოციალური დეტერმინიზმის კონცეფციის დახმარებით, ჩვენ ვეკითხებოდით „თინეიჯერებს“ იმ წარსულსა და დღევანდელობაში დამკვიდრებულ იმ სიტყვებს, რომლებსაც ჩვენს ენაში მოაქვთ ჩაკეტილობისგან გამოწვეული საზოგადოებრივი სტერეოტიპები.
სხვადასხვა ენობრივი სტილის გამოყენება, მასზე კულტურული და სოციალური გარემოს გავლენის შესწავლა და თეატრალური დადგმები აძლევენ „თინეიჯერებს“ არსებულ მსოფლიო პოლიტიკურ მნიშვნელობებში გარკვევის შესაძლებლობას, არადისკრიმინაციულ გარემოში, წარმოსახვისა და შემოქმედებითობის განვითარების გზით.
English Access Microscholarship Programme - Exhibition and meeting with the photographer Sandra Calligaro



პროექტის ბენეფიციარები:
პროექტი ღიაა ყველასთვის, თუმცა მონაწილეთა უმრავლესობას ბავშვები და „თინეიჯერები“ წარმოადგენენ.

პროექტის განმახორციელებელი:
Compagnie Peanuts - ორგანიზაცია, მისი დაარსების დღიდან (2007წ.) თეატრალური დადგმებისა და კითხვის, ასევე, კულტურული პროექტების განხორციელების გზით სწავლობს ძალადობისა და გარიყულობის საკითხებს.
ადგილი:
Bouches-du-Rhône (ზემო პროვანსის ალპები), საფრანგეთი

დამატებითი ინფორმაცია:
www.compagnie-peanuts.com



რას ამბობენ?

ჩვენი მეთოდი მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: ლიტერატურა, წერა, თეატრი, სოციალური ჩართულობა და ადამიანებს შორის ურთიერთობები (ძალადობა, დისკრიმინაცია, მეხსიერება, სოციალური სტანდარტები და ა.შ.). ეს არის სასარგებლო მეთოდი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ფართო ტერიტორიულ არეალებსა და სამიზნე ჯგუფებთან.
ემილი მარტინესი, , მსახიობი და რეჟისორი.


ჩვენი ბენეფიციარების მრავალფეროვნება (ბავშვები, ოჯახები, მოზარდები და ზრდასრული ადამიანები) გვაძლევს საშუალებას შევკრიბოთ ისეთი სიტყვით გამოსვლები, რომლებიც კომპლექსურად მოიცავენ დღევანდელ რეალობას და საფუძველს უყრიან ახალ შემოქმედებას. ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ის გამოცდილებები და შთაბეჭდილებები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაშია ფესვგადგმული და იძლევა იდენტიფიცირების საშუალებას.
მაგდი რეჯიჩი, , მსახიობი და რეჟისორი