More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

With Inclusive Science


პროექტის მიზანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა Comunidad Autónoma - ში. ეს ინიციატივა მოიცავს სპეციალური განათლების საგანმანათლებლო ცენტრისა და ჩვეულებრივი საგანმანათლებლო ცენტრის სტუდენტების ერთობლივ სამეცნიერო ექსპერიმენტებს კრისტალოგრაფიაში, რასაც კურირებენ უნივერსიტეტის სტუდენტები.

Suited in depth
პროექტის ძირითადი ამოცანებია:
    • შშმ სტუდენტების სწავლების ხელშეწყობა მეცნიერული მიდგომების, პრაქტიკული პროცესებისა და ექსპერიმენტული სწავლების გამოყენების გზით;
  • გონებრივი შეზღუდვების მქონე ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა ესპანეთის საზოგადოებაში მეცნიერული მიდგომების გამოყენებით და ყველა ტიპის ადამიანების აქტივობებში ერთობლივად ჩართვის გათვალისწინებით;
  • La Salle - ს სოციალური მეცნიერებებისა და განათლების ფაკულტეტის მომავალი მასწავლებლების გადამზადება ინკლუზიური განათლების სფეროში;
  • საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც მხარს უჭერს კრეატიულობას და ხელს უწყობს მეთოდოლოგიური ინოვაციებისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს შორის;
  • ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა კრისტალების ყველგანმყოფობის მნიშვნელობის დემონსტრირება.


  • პროექტი აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა ცენტრებიდან.


    გუნდი ქმნის და ამზადებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ცენტრების მასწავლებლების კოორდინირებით, მათი დახმარებით და რჩევების გათვალისწინებით. ასევე, La Salle - ს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა ტრენინგი სხვადასხვა მასწავლებლებისა და კოორდინატორების მონაწილეობით.

    სხვადასხვა ცენტრების კოორდინატორებმა აიღეს საკუთარ ცენტრებში აქტივობების გამართვის პასუხისმგებლობა, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების გამართვა თავიანთ სტუდენტებთან. გაიმართა ორი დასკვნითი სამუშაო შეხვედრა, რომელმაც თავი მოუყარა La Salle - ს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებებისა და განათლების ფაკულტეტის 15 სტუდენტს, AFANIAS ცენტრის 55 და Ramón y Cajal ცენტრის 55 სტუდენტს.


    Suited in depth პროექტის ბენეფიციარები:
    გონებრივი შეზღუდვების მქონე და არ მქონე სტუდენტები


    პროექტის განმახორციელებელი:
    Studio 3 Afanias College, Universitary School of La Salle, College Ramón y Cajal, ესპანეთის ქიმიის სამეფო საზოგადოების მხარდაჭერითა და დაფინანსებით. პროექტში ჩართულები იყვნენ მადრიდის უნივერსიტეტების პროფესორებიც.

    ადგილი:
    მადრიდი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.lasallecentrouniversitario.es/Comunidad/dia-a-dia/Paginas/ProyectoConCienciaInclusiva.aspx
    https://youtu.be/R3sicZVMsqA
    https://youtu.be/WpjlP49yvPc