More Website Templates @ TemplateMonster.com - December 16, 2013!

ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესი


Youth Peace Express პროექტი არის ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს ქართველებს, სამხრეთ ოსეთიდან დევნილებსა და ოსებს; განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობის გაძლიერებასა და მათ სრულ ინტეგრაციას საზოგადოებაში. მოცემული პროექტის განხორციელების საჭიროება წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ კონფლიქტისგან გაყოფილმა საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გადალახა ომის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიურ-ემოციური სტრესის შედეგები. გაუცხოებისა და დაცილების დონე განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებს შორის, რადგანაც მათ არ ჰქონიათ ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილება. ისინი დაიბადნენ და გაიზარდნენ ანტი-ქართულ და ანტი-ოსურ გარემოში. ახალგაზრდების განათლება, დასაქმება, დროის სწორად დაგეგმვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, მომავლის ნეგატიური ხედვა და უიმედობა - რჩება მტკივნეულ პრობლემად კონფლიქტის ორივე მხარეს. ზემოთ ხსენებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიონ საზოგადოებიდან დაშორება და გაუცხოება, პერსპექტივის დაკარგვა, კრიმინალის გაძლიერება, ნარკოდამოკიდებულების გაზრდა და დევნილების მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების შემთხვევაში კონფლიქტის ხელახალი ესკალაცია.


პროექტის გლობალური მიზანი: კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის მხარდამჭერ პროცესში ქართველი და ოსი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

პროექტის სპეციფიკური მიზნები:
    • ორგანიზებული საგანმანათლებლო ტურის მეშვეობით ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოება და თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა
  • ევროპელი თანატოლებისგან მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული თანამშრომლობითი იდეების შემუშავება


  • Youth Peace Express

    პროექტის აქტივობები და შედეგები:
    ქართველი და ოსი ახალგაზრდები გაეცნენ მათი ევროპელი თანატოლების ხედვებს, იდეებსა და პრობლემებს; ევროპის ხუთ ქვეყანაში ერთობლივი მოგზაურობის პერიოდში (მშვიდობის ექსპრესი) შეუმუშავეს გეგმები თანამშრომლობისთვის.

    პროექტის ფარგლებში გაიმართა შემდეგი აქტივობები:
    შეხვედრები ევროპის ოთხი ქალაქის წამყვან უნივერსიტეტებში; შეხვედრები სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ბელგრადსა და პრისტინაში;
    პროექტის მონაწილეებმა მგზავრობის პერიოდში დაწერეს ესეები (შთაბეჭდილებები) და მგზავრობის შემდეგ გამოაქვეყნეს ფოტო და ვიდეომასალა Facebook გვერდზე;
    ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა შეიმუშავეს ერთობლივი საპროექტო იდეები;
    სამშვიდობო ექსპრესის განმავლობაში შეგროვდა ვიდეომასალა ქართული და ოსური მედია საშუალებების მიერ გავრცელების მიზნით;

    პოზიტიური მომენტების ფართო საზოგადოებამდე მისატანად გადაღებულ იქნა ფილმი სამშვიდობო ექსპრესის შესახებ, გამოქვეყნდა და გაიმართა პროექტის მონაწილეების მიერ დაწერილი ესეების პრეზენტაცია;
    ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ უნივერსიტეტებში პროექტის მონაწილეთა შეხვედრებს სტუდენტებთან და საზოგადოებასთან ცხინვალსა და თბილისში.

    Youth Peace Express Youth Peace Express

    პროექტის ბენეფიციარები:
    სამხრეთ ოსეთიდან დევნილები, ოსები, აქტიური ახალგაზრდები და სტუდენტები


    პროექტის განმახორციელებელი:
    სამოქალაქო ფორუმი

    ადგილი:
    საქართველო, სერბეთი, კოსოვო, საბერძნეთი, მაკედონია და თურქეთი

    დამატებითი ინფორმაცია:
    www.cforum.org

    ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის ფილმი: https://www.youtube.com/watch?v=bUdwWZFJvzM



    რას ამბობენ?

    „მჯერა, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ დავიწყეთ იმის გაგება, თუ რა გვინდა, როგორ გვინდა ცხოვრება და როგორ მივიდეთ არჩევანის გაკეთებამდე. დღეს ოსეთს აქვს ორი საზღვარი - საქართველოსთან და რუსეთთან. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად წასვლა რუსეთში, მაგრამ არა საქართველოში. ამ სიტუაციაში ჩვენ ვკვეთთ მხოლოდ ერთ საზღვარს, რადგან არ გვაქვს სხვა არჩევანი.“
    ახსარი, ოსი მონაწილე


    „მე არ მინდა დავეყრდნო სხვების აზრებს და ვიფიქრო, რომ ჩვენ ვართ მტრები და ა.შ., მე მინდა გავიცნო ადამიანები უკეთესად. ახალგაზრდულმა ექსპრესმა მაჩვენა, რომ ისინი ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან და ჩვენ გვაქვს ერთნაირი შეხედულებები, ჩვენ არ ვართ სხვადასხვა, ჩვენ ერთნი ვართ, კონფლიქტმა არ უნდა იქონიოს გავლენა ჩვენს ერებზე.“
    ნინო, ქართველი მონაწილე.